https://sputnik-georgia.com/20240128/pirveli-sauniversiteto-klinika-respublikuri-saavadmyofodan-kolegebs-daasaqmebs-285948760.html
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოლეგებს დაასაქმებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოლეგებს დაასაქმებს
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, სადაც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი დასაქმდება. 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T20:52+0400
2024-01-28T20:52+0400
2024-01-29T12:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_0:0:2016:1134_1920x0_80_0_0_6b7be47a0b5458f1389c148b3a47e1e6.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მზადაა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები დაასაქმოს, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ შენობის დემონტაჟსა და ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლები სხვა საავადმყოფოებში უნდა დასაქმდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ან ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და ახალი კადრების მისაღებად მზად არიან.ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, სადაც, უწყების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი დასაქმდება.კლინიკების ჩამონათვალშია:ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - შესაბამის დოკუმენტებს თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციარესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.კომპენსაცია 12 ან 4 თვის ხელფასის ოდენობით: შეთავაზება რესპუბლიკურის პერსონალისთვის>>>ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_260:0:1772:1134_1920x0_80_0_0_cbbb3896b2af983e633bcc99a7a17fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოლეგებს დაასაქმებს
20:52 28.01.2024 (განახლებულია: 12:51 29.01.2024) ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, სადაც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი დასაქმდება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მზადაა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები დაასაქმოს, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ შენობის დემონტაჟსა და ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლები სხვა საავადმყოფოებში უნდა დასაქმდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ან ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.
კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და ახალი კადრების მისაღებად მზად არიან.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეიჩარის სამსახურს გადავეცით სია, რა თანამდებობაზე რომელი მედპერსონალის აყვანის შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს კლინიკას. დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენთან შეეძლებათ მუშაობის დაწყება. როგორც ვიცი, ჯერჯერობით კლინიკის კანცელარიისთვის არავის მოუმართავს“, - განაცხადა რატიანმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, სადაც, უწყების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი დასაქმდება.
კლინიკების ჩამონათვალშია:
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო,
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,
საჩხერის რაიონული საავადმყოფო,
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა,
კავკასიის მედიცინის ცენტრი,
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - შესაბამის დოკუმენტებს თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.