https://sputnik-georgia.com/20240127/bankebis-mier-gacemuli-kreditebi-dekembersi-gaizarda-285927813.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა დეკემბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა დეკემბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ლარიზაციის კოეფიციენტმა კრედიტების მთლიანი მოცულობის 54,76% შეადგინა 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T12:00+0400
2024-01-27T12:00+0400
2024-01-27T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_a9c00b39b82237ff6d5969835fedf95e.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, 1,46 მლრდ ლარით, ანუ 2,86%-ით გაიზარდა და 1 იანვრისთვის 52,65 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 933,5 მილიონი ლარით, ანუ 3,35%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 528,77 მილიონი ლარით, ანუ 2,27%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 6,03%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,87 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,48%-ით მეტია.საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება >>2023 წლის დეკემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2,22%-ით, ანუ 590,97 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 27,19 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,76% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელზე.დეკემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_3d8c6e0cbb03981677cb178e9e9e6cf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , სოციალური სფერო საქართველოში
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა დეკემბერში გაიზარდა
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ლარიზაციის კოეფიციენტმა კრედიტების მთლიანი მოცულობის 54,76% შეადგინა
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, 1,46 მლრდ ლარით, ანუ 2,86%-ით გაიზარდა და 1 იანვრისთვის 52,65 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 933,5 მილიონი ლარით, ანუ 3,35%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 528,77 მილიონი ლარით, ანუ 2,27%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 6,03%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,87 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,48%-ით მეტია.
2023 წლის დეკემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2,22%-ით, ანუ 590,97 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 27,19 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,76% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელზე.
დეკემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.