საზოგადოება არჩევანს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებს - ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევანს გააკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით წინასაარჩევნო რბოლაში „ოცნება" ლიდერობს.
„როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ომის პარტია და სტრატეგია, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, სტაბილურობას და სამშვიდობო პროცესების განვითარებას, რასაკვირველია საზოგადოება ირჩევს მეორეს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების" განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის" გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში" „ლოკალურ ომის პარტიას" უწოდებენ.
არჩევნები 2024
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
კალაძე: „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს>>
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ინარჩუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0