საქართველოს სომხეთის პრემიერი ეწვევა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარასკევს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა და თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მათი ხელმძღვანელობით გაიმართება ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
გარდა ამისა, მთავრობების მეთაურები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0