„ქართული ოცნება“ ყველა პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ მიწებებას ცდილობს - დეპუტატი

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ „ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამგვარად სურს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ცდილობენ, რომ ყველა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირონ, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„ქართული ოცნების" ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს", „საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „დროას", „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტ თავისუფლებასა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ.
„ისინი ახლა ცდილობენ, რომ ყველა პარტია მიაწებონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ზღაპარი მოსახლეობამ მეოთხეჯერაც დაიჯეროს, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტიების მოცემულობა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც არათუ არასდროს ყოფილან „ნაცმოძრაობაში“, არამედ იყვნენ „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა აქუბარდიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
ყველა ახალი ამბავი
0