https://sputnik-georgia.com/20240126/pinansta-ministrma-mebajeebi-sheaqo-285923016.html
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მებაჟეები წარმატებული საქმიანობისთვის შეაქო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მებაჟეები წარმატებული საქმიანობისთვის შეაქო
Sputnik საქართველო
დღეს საბაჟოს თანამშრომლებს ზეიმი აქვთ- 26 იანვარს საბაჟო საერთაშორისო დღე აღინიშნება. 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T22:40+0400
2024-01-26T22:40+0400
2024-01-26T22:40+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/58/248435899_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_73d8590f823efac18a5ebeff2d28ac83.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101,7%-ი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.დღეს საბაჟოს თანამშრომლებს დღესასწაული აქვთ - 26 იანვარის საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემა საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით.მისი განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში დაინერგა ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი საქართველოში. დღეისთვის, ასეთი ტიპის სტატუსის მქონე 8 ეკონომიკური ოპერატორია.მინისტრმა მიმართა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკბების გამართვას.საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.საბაჟოს საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყველა საბაჟო უწყების თანამშრომლის პროფესიული დღესასწაულია, რომლებიც არიან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრები. ორგანიზაცია აერთიანებს 184 სახელმწიფოს.დღეს საბაჟო დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული. მებაჟე-ოფიცრები აკონტროლებენ კანონის დაცვას საქონლის გადაადგილებისას 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე.საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები განლაგებულია თურქეთის („სარფი", „ვალე", „კარწახი"), სომხეთის („ნინოწმინდა", „გუგუთი", „სადახლო", „ახკერფი"), აზერბაიჯანის („სამთაწყარო", „ლაგოდეხი“, „წითელი ხიდი“, „გარდაბანი და მტკვარი“) და რუსეთის („ყაზბეგი") საზღვრებზე.საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი>>>საბაჟო-გამშვები პუნქტები ასევე ფუნქციონირებენ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში, ბათუმის, ფოთისა და ყულევის საზღვაო პორტებში. საქართველოში ასევე მუშაობს „კარწახის სამშენებლო ზონის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი.რაც შეეხება ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ისინი განლაგებულია თბილისში სამ წერტილში, მათ შორის თბილისის აეროპორტში, ასევე ბათუმსა და ფოთში.ეკონომიკური ზონების შექმნა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ბიზნესმენებისთვის სამართლიანი, მარტივი და საიმედო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ითვალისწინებს. პირველი ეკონომიკური ზონა 2010 წლის დეკემბერში თბილისის გარეუბანში, ლილოში გაიხსნა.დღესასწაულის ისტორიასაბაჟოს საერთაშორისო დღეს დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი დაიწყო 1950 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში. შემდეგ 30-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას საბაჟო საბჭოს შექმნის შესახებ. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1952 წლის ნოემბერში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 26 იანვარს, ბელგიის დედაქალაქში გაიმართა საბაჟო საბჭოს პირველი სხდომა.ეს დღე საფუძველად დაედო საბაჟოს საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 1994 წელს საბაჟო საბჭოს სახელი გადაერქვა და ეწოდა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია.საბაჟო საერთაშორისო დღე პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციის 30 წლის იუბილეზე, 1983 წელს აღინიშნა.სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 26 იანვარს საბაჟო უწყების 800 ათასზე მეტი თანამშრომელი თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/58/248435899_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f3c2e68fb68124c5d2b42249c7ba89be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მებაჟეები წარმატებული საქმიანობისთვის შეაქო
დღეს საბაჟოს თანამშრომლებს ზეიმი აქვთ- 26 იანვარს საბაჟო საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101,7%-ი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს საბაჟოს თანამშრომლებს დღესასწაული აქვთ - 26 იანვარის საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„მინისტრის თქმით, 2024 წელი გამორჩეული იქნება საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისთვის და იმავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანით დაინტერესებული სატრანსპორტო სექტორისა და ექსპორტიორებისთვის, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამთავრობო დაწესებულებებისთვის”, - განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემა საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით.
მისი განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში დაინერგა ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი საქართველოში. დღეისთვის, ასეთი ტიპის სტატუსის მქონე 8 ეკონომიკური ოპერატორია.
„ვსარგებლობ დღევანდელი შესაძლებლობით და ბიზნეს სექტორის თითოეულ წარმომადგენელს, ბიზნეს-ასოციაციებს მოვუწოდებ მოითხოვონ აღნიშნული სტატუსის მიღება, გახდნენ ჩვენი პარტნიორები და წვლილი შეიტანონ ევროკავშირის ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში,” - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრმა მიმართა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკბების გამართვას.
საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.
საბაჟოს საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყველა საბაჟო უწყების თანამშრომლის პროფესიული დღესასწაულია, რომლებიც არიან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრები. ორგანიზაცია აერთიანებს 184 სახელმწიფოს.
დღეს საბაჟო დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული. მებაჟე-ოფიცრები აკონტროლებენ კანონის დაცვას საქონლის გადაადგილებისას 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე.
საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები განლაგებულია თურქეთის („სარფი", „ვალე", „კარწახი"), სომხეთის („ნინოწმინდა", „გუგუთი", „სადახლო", „ახკერფი"), აზერბაიჯანის („სამთაწყარო", „ლაგოდეხი“, „წითელი ხიდი“, „გარდაბანი და მტკვარი“) და რუსეთის („ყაზბეგი") საზღვრებზე.
საბაჟო-გამშვები პუნქტები ასევე ფუნქციონირებენ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში, ბათუმის, ფოთისა და ყულევის საზღვაო პორტებში. საქართველოში ასევე მუშაობს „კარწახის სამშენებლო ზონის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი.
რაც შეეხება ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ისინი განლაგებულია თბილისში სამ წერტილში, მათ შორის თბილისის აეროპორტში, ასევე ბათუმსა და ფოთში.
ეკონომიკური ზონების შექმნა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ბიზნესმენებისთვის სამართლიანი, მარტივი და საიმედო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ითვალისწინებს. პირველი ეკონომიკური ზონა 2010 წლის დეკემბერში თბილისის გარეუბანში, ლილოში გაიხსნა.
საბაჟოს საერთაშორისო დღეს დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი დაიწყო 1950 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში. შემდეგ 30-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას საბაჟო საბჭოს შექმნის შესახებ. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1952 წლის ნოემბერში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 26 იანვარს, ბელგიის დედაქალაქში გაიმართა საბაჟო საბჭოს პირველი სხდომა.
ეს დღე საფუძველად დაედო საბაჟოს საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 1994 წელს საბაჟო საბჭოს სახელი გადაერქვა და ეწოდა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია.
საბაჟო საერთაშორისო დღე პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციის 30 წლის იუბილეზე, 1983 წელს აღინიშნა.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 26 იანვარს საბაჟო უწყების 800 ათასზე მეტი თანამშრომელი თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს.