მკვლელობა ორბელიანის მოედანზე: პოლიციამ 18 წლის პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
ორბელიანის მოედანზე მომხდარი 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებ,ა ცხელ კვალზე გახსნეს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ორბელიანის მოედანზე მომხდარი 20 წლის ნიკიტა აგიევის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 20 წლის ნიკიტა აგიევს და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
ყველა ახალი ამბავი
0