https://sputnik-georgia.com/20240126/kulturis-saministro-konservatoriasi-steinway-axali-roialebis-dazianebas-gmobs-285911056.html
კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში STEINWAY-ს ახალი როიალების დაზიანებას გმობს
კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში STEINWAY-ს ახალი როიალების დაზიანებას გმობს
Sputnik საქართველო
სამწუხაროდ, ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული, ბასრი საგნით დაკაწრული, აღნიშნეს სამინისტროში. 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T14:21+0400
2024-01-26T14:21+0400
2024-01-26T15:23+0400
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278617272_0:62:1024:638_1920x0_80_0_0_6a0b0b87ba12eaba63492aab0e5b89f8.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო მოუწოდებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ STEINWAY-ს ახლად შეძენილი როიალების დაზიანების ფაქტით და სამინისტროს სათანადო განმარტება წარუდგინონ, ნათქვამია კუწყების განცხადებაში. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული, კერძოდ, დაკაწრული ბასრი საგნით. ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალები სამინისტრომ მსოფლიოში ცნობილი კომპანია STEINWAY & SONS-თან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი უკვე მრავალი წელია კონსერვატორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრო მუშაობს. ამ ეტაპზე STEINWAY & SONS-ისგან მიღებულია 47 როიალი. ინსტრუმენტების გადაცემის განრიგი ასეთია: 2022 წელს საქართველომ მიიღო 17 როიალი, 2023-25 წლებში კი მიიღებს 61 როიალს. ინსტრუმენტების მოდელებსა და რაოდენობას კონსერვატორია განსაზღვრავს. როიალების შესაძენად 8 მლნ ევროზე მეტია გამოყოფილი. კულტურის სამინისტროსა და STEINWAY & SONS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონსერვატორიის ტექნიკური ჯგუფის გადამზადებას. თბილისის კონსერვატორიამ STEINWAY-ს როიალების მორიგი პარტია მიიღო>>ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს, რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია დიდი ხანია იშვიათობად იქცა. კომპანია STEINWAY & SONS-სთვის კონსერვატორიასთან გაფორმებული შეთანხმება ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278617272_47:0:978:698_1920x0_80_0_0_b994614599acd9ba007c675158baa58b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, თბილისი დღეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, თბილისი დღეს
კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში STEINWAY-ს ახალი როიალების დაზიანებას გმობს
14:21 26.01.2024 (განახლებულია: 15:23 26.01.2024) სამწუხაროდ, ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული, ბასრი საგნით დაკაწრული, აღნიშნეს სამინისტროში.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო მოუწოდებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ STEINWAY-ს ახლად შეძენილი როიალების დაზიანების ფაქტით და სამინისტროს სათანადო განმარტება წარუდგინონ, ნათქვამია კუწყების განცხადებაში.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული, კერძოდ, დაკაწრული ბასრი საგნით. ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალები სამინისტრომ მსოფლიოში ცნობილი კომპანია STEINWAY & SONS-თან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.
„ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ წარმატებული სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო-პირობები… 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი უკვე მრავალი წელია კონსერვატორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრო მუშაობს. ამ ეტაპზე STEINWAY & SONS-ისგან მიღებულია 47 როიალი. ინსტრუმენტების გადაცემის განრიგი ასეთია: 2022 წელს საქართველომ მიიღო 17 როიალი, 2023-25 წლებში კი მიიღებს 61 როიალს. ინსტრუმენტების მოდელებსა და რაოდენობას კონსერვატორია განსაზღვრავს. როიალების შესაძენად 8 მლნ ევროზე მეტია გამოყოფილი.
„მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრას კულტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონსერვატორიის მიერ აღნიშნული რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენება", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის სამინისტროსა და STEINWAY & SONS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონსერვატორიის ტექნიკური ჯგუფის გადამზადებას.
ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს, რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია დიდი ხანია იშვიათობად იქცა.
კომპანია STEINWAY & SONS-სთვის კონსერვატორიასთან გაფორმებული შეთანხმება ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ ითვლება.