კომპანია, რომელმაც წერეთლის გამზირის რემონტი ჩააგდო, რეგიონში გზას გაარემონტებს

© Roads Department of Georgiaგზის რემონტი
გზის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
ტენდერში გამარჯვებული მაშინ გამოავლინეს, სანამ თბილისის მერია კომპანიასთან კონტრაქტს გაწყვეტდა, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კომპანია R.T.D-მ, რომელმაც თბილისში წერეთლის გამზირის სარემონტო სამუშაოები ჩააგდო, იგოეთი-კასპი-ახალქალაქის გზის რემონტის ტენდერი მოიგო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ტენდერის გამარჯვებული მანამდე გამოვლინდა, ვიდრე თბილისის მერია კომპანიასთან კონტრაქტს გაწყვეტდა.
ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადეს, ხოლო გამარჯვებული 22 დეკემბერს გამოავლინეს. კომპანიასთან კონტრაქტი 2024 წლის 18 იანვარს გაფორმდა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ასევე დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო.
კალაძე: კომპანიები R.T.D. და Millennium Builders Group „შავ სიაში" მოხვდებიან>>
ათი თვის შემდეგ კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0