https://sputnik-georgia.com/20240125/xelisufleba-mzadaa-opoziciastan-dialogistvis-evrokavsirsi-semdgomi-integraciis-miznit-285904489.html
„ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების თემაზე
„ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების თემაზე
Sputnik საქართველო
პირველი შეხვედრა, სადაც ახალი პირობების შესრულების განხილვაზე იმსჯელებენ, 29 იანვარს გაიმართება, განაცხადა დეპუტატმა 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T23:15+0400
2024-01-25T23:15+0400
2024-01-26T02:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების საკითხზე, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.მისი თქმით, პირველი შეხვედრა, სადაც ახალი პირობების შესრულების განხილვაზე იმსჯელებენ, 29 იანვარს გაიმართება.ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოხატეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა გამოაქვეყნა >>„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოპოზიციასთან მუშაობისთვის. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს.ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
„ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების თემაზე
23:15 25.01.2024 (განახლებულია: 02:07 26.01.2024) პირველი შეხვედრა, სადაც ახალი პირობების შესრულების განხილვაზე იმსჯელებენ, 29 იანვარს გაიმართება, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების საკითხზე, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა, სადაც ახალი პირობების შესრულების განხილვაზე იმსჯელებენ, 29 იანვარს გაიმართება.
ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოხატეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოპოზიციასთან მუშაობისთვის. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს.
ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.