თურქეთში მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
მიწისძვრის კერა მალათიის პროვინციაში 13,9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, განაცხადეს სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო სამმართველოში (AFAD).
ბიძგები ადგილობრივი დროით 16:04 საათზე (თბილისის დროით 17:04 სთ) დაფიქსირდა. მიისძვრის ეპიცენტრი 13,9 კმ სიღრმეში იყო.
ქანდილის ობსერვატორიის სეისმოლოგებმა მაგნიტუდა შეაფასეს, როგორც 5,3. მათი მონაცემებით, კერა ექვს კილომეტრზე ნაკლებ სიღრმეში მდებარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0