https://sputnik-georgia.com/20240125/tengiz-abulazis-100-wlistavisadmi-mizrvnili-kvireuli-27-ianvars-daiwyeba-285897627.html
თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება
თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება
Sputnik საქართველო
მსოფლიოში აღიარებული, გამორჩეული ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული. 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T19:53+0400
2024-01-25T19:53+0400
2024-01-25T19:53+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
საქართველო
მსოფლიო ხელოვნება
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23469/96/234699694_0:231:2819:1817_1920x0_80_0_0_47b475cf75cbab811aa1a375489a290e.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ არქივში რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიებაზე, რომელიც 27 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება, მაყურებელს საშუალება ექნება, დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეებისა და მისი ჯგუფის წევრების მოგონებები. ამავე წიგნშია უნიკალური ფოტომასალა აბულაძის გადაღებებიდან.ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე“ (2002 წ.) და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსთვის“ (1971 წ. აღდგენილი ვერსია).რეჟისორის საიუბილეო კვირეული 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებებით გაგრძელდება.თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.თენგიზ აბულაძე - საქმით ბრძოლა და სტერეოტიპების მსხვრევა>>1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმი „მაგდანას ლურჯა“ საუკეთესო მხატვრულ ფილმად აღიარეს.ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ტრილოგიის პირველ ფილმს – „ვედრებას“ სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრემია „გრან პრი“ გადაეცა.ტრილოგიის მესამე ფილმმა „მონანიებამ“ კი სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად კანის მე-40 კინოფესტივალის „გრან პრი“ მიიღო და ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმის მთავარი გმირი ბევრმა სტალინის პროტოტიპად აღიქვა, თუმცა ვარლამ არავიძის სახით ავტორმა დიქტატორის განზოგადოებული სახე შექმნა, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე ყველა ეპოქის და ქვეყნის დიქტატორის განსახიერებად იქცა.„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება>>1987 წელს კანში „მონანიებას“ სამი პრიზი გადაეცა: ფესტივალის გრან პრი, ეკუმენისტური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და „ფიპრესის“ (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი.თენგიზ აბულაძეს (1924–1994) გადაღებული აქვს ასევე მხატვრული ფილმები: „სხვისი შვილები", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „ნატვრის ხე", დოკუმენტური ფილმები. კინორეჟისორი იყო საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი (1980).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23469/96/234699694_45:0:2776:2048_1920x0_80_0_0_bda590ca817e5112ac3f31a1f093a429.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველო, მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები, საზოგადოება
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველო, მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები, საზოგადოება
თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება
მსოფლიოში აღიარებული, გამორჩეული ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ არქივში რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე, რომელიც 27 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება, მაყურებელს საშუალება ექნება, დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეებისა და მისი ჯგუფის წევრების მოგონებები. ამავე წიგნშია უნიკალური ფოტომასალა აბულაძის გადაღებებიდან.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე“ (2002 წ.) და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსთვის“ (1971 წ. აღდგენილი ვერსია).
რეჟისორის საიუბილეო კვირეული 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებებით გაგრძელდება.
თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.
1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმი „მაგდანას ლურჯა“ საუკეთესო მხატვრულ ფილმად აღიარეს.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ტრილოგიის პირველ ფილმს – „ვედრებას“ სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრემია „გრან პრი“ გადაეცა.
ტრილოგიის მესამე ფილმმა „მონანიებამ“ კი სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად კანის მე-40 კინოფესტივალის „გრან პრი“ მიიღო და ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმის მთავარი გმირი ბევრმა სტალინის პროტოტიპად აღიქვა, თუმცა ვარლამ არავიძის სახით ავტორმა დიქტატორის განზოგადოებული სახე შექმნა, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე ყველა ეპოქის და ქვეყნის დიქტატორის განსახიერებად იქცა.
1987 წელს კანში „მონანიებას“ სამი პრიზი გადაეცა: ფესტივალის გრან პრი, ეკუმენისტური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და „ფიპრესის“ (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი.
თენგიზ აბულაძეს (1924–1994) გადაღებული აქვს ასევე მხატვრული ფილმები: „სხვისი შვილები", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „ნატვრის ხე", დოკუმენტური ფილმები. კინორეჟისორი იყო საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი (1980).