თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ონიაშვილის, შარტავას, ბუდაპეშტის, კანდელაკის, გაგარინის, გურამ ფანჯიკიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, მუხიანის და ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0