https://sputnik-georgia.com/20240125/montres-konvencia-turqetis-pozicia-285881529.html
წყარო: შავ ზღვაში სამხედრო გემებისადმი თურქეთის პოზიცია უცვლელია
წყარო: შავ ზღვაში სამხედრო გემებისადმი თურქეთის პოზიცია უცვლელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. თურქეთის პოზიცია სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლის წესებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თურქეთის... 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T13:09+0400
2024-01-25T13:09+0400
2024-01-25T13:09+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი
მონტრეს კონვენცია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265601740_0:71:3038:1780_1920x0_80_0_0_cc5b4b2fdc228be81c2ded151030e975.jpg
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. თურქეთის პოზიცია სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლის წესებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიარსებულმა წყარომ.მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სელესტა უოლანდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, განიხილოს თურქეთთან მონტრეს კონვენციით გათვალისწინებული პირობები, რომელმაც, როგორც ამ კონვენციის რწმუნებულმა, „მისი დებულებებით ისარგებლა“. უოლანდერის თქმით, აშშ-ის მიზანი − ეს შავი ზღვის კომერციული ნაოსნობისთვის სრულად გახსნაა.აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნამდვილად ისარგებლა მონტრეს კონვენციის რწმუნებულის უფლებამოსილებით და სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში გავლა აუკრძალა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სრუტეებში სტაბილურობას უზრუნველყოფს.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პენტაგონს არ გამოუვა, აძულოს თურქეთის ხელისუფლება, შეცვალოს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლის წესები, რაც მონტრეს კონვენციითაა განსაზღვრული.მონტრეს კონვენცია — საერთაშორისოშეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265601740_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_286c9acd7cdc8bab8cf6206c10155bf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , მონტრეს კონვენცია, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , მონტრეს კონვენცია, პოლიტიკა
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. თურქეთის პოზიცია სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლის წესებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიარსებულმა წყარომ.
„ჩვენს პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის. მონტრეს კონვენცია დაცულია", − აღნიშნა წყარომ.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სელესტა უოლანდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, განიხილოს თურქეთთან მონტრეს კონვენციით გათვალისწინებული პირობები, რომელმაც, როგორც ამ კონვენციის რწმუნებულმა, „მისი დებულებებით ისარგებლა“. უოლანდერის თქმით, აშშ-ის მიზანი − ეს შავი ზღვის კომერციული ნაოსნობისთვის სრულად გახსნაა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნამდვილად ისარგებლა მონტრეს კონვენციის რწმუნებულის უფლებამოსილებით და სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში გავლა აუკრძალა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სრუტეებში სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პენტაგონს არ გამოუვა, აძულოს თურქეთის ხელისუფლება, შეცვალოს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლის წესები, რაც მონტრეს კონვენციითაა განსაზღვრული.
მონტრეს კონვენცია — საერთაშორისოშეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.