კონსტიტუციურობას სცილდება: „ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილის მხარდამჭერთა მუქარას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს უკრაინის პროკურატურას
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის დაადგინეს, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
24 იანვარს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექს-პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აპირებს დაუკავშირდეს უკრაინის პროკურატურას, რათა „დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილეობდა“.
„ამ კუთხით გაცხადება სცილდება საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს. საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის დაადგინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებული მოცემულობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
2023 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. უფრო მეტიც, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0