https://sputnik-georgia.com/20240125/gansaxlebis-msurveli-devnilebis-ganacxadebis-migebis-vada-gaxangrzlivda-285888646.html
დევნილთა საყურადღებოდ! განსახლების მსურველთა განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
დევნილთა საყურადღებოდ! განსახლების მსურველთა განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ. 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T15:38+0400
2024-01-25T15:38+0400
2024-01-25T15:38+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474792_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_5feef04f49cfbefafb5c7e26a1453659.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში გასული წლის14 ნოემბერს დაიწყო და 2024 წლის 1 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მთავრობამ განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ჯამში 13 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს – 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474792_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f0d9f0202ca33213c369e18e9b06026a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დევნილთა საყურადღებოდ! განსახლების მსურველთა განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
სააგენტოს ცნობით, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში გასული წლის14 ნოემბერს დაიწყო და 2024 წლის 1 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
პირობების მიხედვით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებული. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მთავრობამ განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ჯამში 13 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს – 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.