https://sputnik-georgia.com/20240125/gamorceuli-weli-awaris-lideri-turizmis-sesaxeb-285878921.html
გამორჩეული წელი – აჭარის ლიდერი ტურიზმის შესახებ
გამორჩეული წელი – აჭარის ლიდერი ტურიზმის შესახებ
Sputnik საქართველო
იზრდება მოთხოვნა რეგიონის როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებზე. 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T10:58+0400
2024-01-25T10:58+0400
2024-01-25T10:58+0400
ტურიზმი საქართველოში
აჭარის მთავრობა
აჭარა
საქართველო
თორნიკე რიჟვაძე
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259282005_0:245:3069:1971_1920x0_80_0_0_df4cf9b30f7648acc397f9cc868be4db.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გასული 2023 წელი აჭარისთვის გამორჩეული წელი იყო, ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში პირველად გადააჭარბა 4,3 მილიონს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.აჭარის მეთურმა ტურიზმის მზარდი სტატისტიკა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს მიზნობრივ ქვეყნებში განახორციელებს.რეგიონში ვიზიტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 25,3%–ით გაიზარდა, აღნიშნა რიჟვაძემ. ასევე მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით. აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში: რა გაკეთდა რეგიონში>>შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.ტურიზმის წარმატებებიპანდემიის გამო ვარდნის შემდეგ ტურიზმის აღდგენა საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო.2022 წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში ამ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნებოდა.ტურისტები ისრაელიდან 2024 წელს თურქეთს საქართველოს ამჯობინებენ – ბიზნესმენის მოსაზრება>>ტურიზმის საქართველოს შემოსავლების ერთ–ერთი მთავარი წყაროა. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. სავარაუდოდ, მთელი 2023 წლის მაჩვენებელი 4 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 236 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259282005_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_323da7f4f8ab933d453c9a58d2d59083.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , საქართველო, თორნიკე რიჟვაძე, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , საქართველო, თორნიკე რიჟვაძე, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
გამორჩეული წელი – აჭარის ლიდერი ტურიზმის შესახებ
იზრდება მოთხოვნა რეგიონის როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებზე.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გასული 2023 წელი აჭარისთვის გამორჩეული წელი იყო, ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში პირველად გადააჭარბა 4,3 მილიონს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მეთურმა ტურიზმის მზარდი სტატისტიკა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს მიზნობრივ ქვეყნებში განახორციელებს.
რეგიონში ვიზიტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 25,3%–ით გაიზარდა, აღნიშნა რიჟვაძემ. ასევე მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით. აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.
პანდემიის გამო ვარდნის შემდეგ ტურიზმის აღდგენა საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
2022 წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში ამ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნებოდა.
ტურიზმის საქართველოს შემოსავლების ერთ–ერთი მთავარი წყაროა. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. სავარაუდოდ, მთელი 2023 წლის მაჩვენებელი 4 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 236 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.