https://sputnik-georgia.com/20240125/alternatiuli-parti-respublikuri-saavadmyopos-medpersonalma-aqcia-daaanonsa-285879615.html
ალტერნატიული ფართი: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა აქცია დააანონსა
ალტერნატიული ფართი: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა აქცია დააანონსა
Sputnik საქართველო
კლინიკის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ანაზღაურების წინადადებას შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს. 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T11:51+0400
2024-01-25T11:51+0400
2024-01-29T12:52+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859440_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c04cbd3447ba565d7017faec06d93c1a.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომლები 26 იანვარს, 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ, პროტესტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს უკავშირდება.როგორც მთავრობაში აცხადებენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მულტიდისციპლინური კლინიკა აშენდება. 24 იანვარს მედპერსონალმა ჯანდაცვის სამინისტროდან კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მიიღო - გადაწყვეტილება 5 თებერვლამდე უნდა იყოს მიღებული, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ოთხშაბათს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება, ახალი კლინიკის შენობა კი არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.გარდა ამისა, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნისა და მათი მონაწილეობის გარეშე მიიღო.ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - შესაბამის დოკუმენტებს თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციარესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.კომპენსაცია 12 ან 4 თვის ხელფასის ოდენობით: შეთავაზება რესპუბლიკურის პერსონალისთვის>>>ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859440_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d1fb23bcae0ccecd38c8a2646710bcba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
ალტერნატიული ფართი: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა აქცია დააანონსა
11:51 25.01.2024 (განახლებულია: 12:52 29.01.2024) კლინიკის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ანაზღაურების წინადადებას შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომლები 26 იანვარს, 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ, პროტესტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს უკავშირდება.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მულტიდისციპლინური კლინიკა აშენდება. 24 იანვარს მედპერსონალმა ჯანდაცვის სამინისტროდან კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მიიღო - გადაწყვეტილება 5 თებერვლამდე უნდა იყოს მიღებული, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ოთხშაბათს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება, ახალი კლინიკის შენობა კი არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
„პარასკევს ვაპირებთ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით. ერთადერთ შემთხვევას დავთანხმდებით, თუ გამოიყოფა ალტერნატიული ფართი, სადაც სამედიცინო პერსონალი გადავა. ჩვენ მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას", - განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
გარდა ამისა, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნისა და მათი მონაწილეობის გარეშე მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - შესაბამის დოკუმენტებს თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.