https://sputnik-georgia.com/20240125/adb-s-yovelwliuri-sexvedra-saqartvelosi-gaimarteba-ras-moutanes-es-qveyanas-285899841.html
ADB-ს ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება - რას მოუტანს ეს ქვეყანას
ADB-ს ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება - რას მოუტანს ეს ქვეყანას
Sputnik საქართველო
საქართველოში ღონისძიების ჩატარება ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მიაჩნია აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T20:53+0400
2024-01-25T20:53+0400
2024-01-25T20:53+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285897268_0:204:2048:1357_1920x0_80_0_0_7762329b5261b8f5146f7c74c066c18d.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდის კუთხით, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.2024 წლის 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის - ADB-ს პრეზიდენტმა გეგმებზე ისაუბრა >>აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება, ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285897268_50:0:2006:1467_1920x0_80_0_0_83d6a648540c8cccb11a5f67e71c9a21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ADB-ს ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება - რას მოუტანს ეს ქვეყანას
საქართველოში ღონისძიების ჩატარება ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მიაჩნია აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდის კუთხით, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2024 წლის 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება, ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.