მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვედეთის ნატოში გაწევრიანება რატიფიცირებულია: თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია დაამტკიცა, იუწყება სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber.
არსებული ცნობით, ინიციატივას 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა.
პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ბრძანებულებას ხელს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოაწერს. სახელმწიფოს მეთაურს 15 დღე აქვს დოკუმენტზე ხელმოსაწერად.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე მიესალმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ სტოკჰოლმის განაცხადს უნგრეთიც დაუჭერს მხარს უახლოეს მომავალში.
„მოველით, რომ უნგრეთი დაასრულებს რატიფიკაციას რაც შეიძლება მალე. შვედეთის წევრობა უფრო ძლიერს გახდის ნატოს, ხოლო ჩვენ ყველას — უფრო დაცულს“, — თქვა მან.

გზა ნატოსკენ

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადები 2022 წელს შეიტანეს რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობა ჯერ კიდევ არ გაუციათ თურქეთსა და უნგრეთს.
ანკარამ თავდაპირველად უარი თქვა სტოკჰოლმის განაცხადის დამტკიცებაზე და შვედეთი ქურთი აქტივისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და პირობების განხილვის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთის განცხადება განსახილველად თურქეთის პარლამენტს გადასცა.
რაც შეეხება ნატოში შვედეთის გაწევრიანების მეორე მოწინააღმდეგეს — უნგრეთს, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ამ საკითხში აჩქარებას არ აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0