„მიიღო ყველაფერი, რაც სურდა“: კოსაჩოვმა თურქეთის პოზიცია გააკრიტიკა

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე დათანხმებით, თურქეთი საკუთარ შიდაპოლიტიკურ საკითხებს წყვეტს და დასანანია, რომ ანკარა არა მთელი კაცობრიობის, არამედ ცალკე ბლოკის ინტერესებში მოქმედებს, წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი თავის Telegram- არხზე.
„თურქეთის პარლამენტმა ნატოში შვედეთის წევრობას მისცა ხმა. და თუ ეს ერდოღანის მხრიდან მორიგი თამაში არ არის, ამ ტრეკზე საკითხი მოგვარებულია. დიდი ალბათობით, ასეა, რადგან თურქეთისთვის შვედეთის ბლოკში გაწევრიანებაზე ნებართვა იყო არა საგარეო პოლიტიკის („რას მიიღებს ნატო აქედან?"), არამედ საშინაო პოლიტიკის („რას მიიღებს თურქეთი აქედან?") საკითხი. როგორც ჩანს, [თურქეთმა] მიიღო ყველაფერი, რაც სურდა", — აღნიშნა კოსაჩოვმა.
თუმცა, მისი აზრით, მთავარი მაინც ნატოს გაფართოებისადმი საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაა. როგორც კოსაჩოვს მიაჩნია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს გაფართოებამ მსოფლიო უმრავლესობისგან „აპლოდისმენტები“ მიიღოს.
ამასთან, კოსაჩოვის თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ „ოდესღაც ნეიტრალური შვედეთი ახლა თავისი რეპუტაციის მესაფლავის როლს ასრულებს“.
მანამდე თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია დაამტკიცა. არსებული ცნობით, ინიციატივას 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა. პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ბრძანებულებას ხელს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოაწერს — რისთისაც მას 15 დღე აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0