https://sputnik-georgia.com/20240124/ivanisvili-ert-weliwadsi-25-milioni-dolarit-gamdidrda-bloomberg-285875742.html
ივანიშვილი ერთ წელიწადში 25 მილიონი დოლარით გამდიდრდა - Bloomberg
ივანიშვილი ერთ წელიწადში 25 მილიონი დოლარით გამდიდრდა - Bloomberg
Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 მილიარდერს შორის 383-ე ადგილზს იკავებს 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T22:20+0400
2024-01-24T22:20+0400
2024-01-24T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24042/50/240425072_0:159:2993:1842_1920x0_80_0_0_0e6eeca0fcdc4950d4e24f167cbcee01.jpg
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. Bloomberg-ის ვერსიით, ქართველმა მილიარდერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა6,62 მილიარდი დოლარის ქონებით მილიარდერთა სიაში 383-ე ადგილი დაიკავა.ეკონომიკური გამოცემის 2023 წლის მონაცემების თანახმად, მილიარდერის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, Bloomberg-ის სიაში მსოფლიოს 500 მილიარდერია.Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონების უმეტესი ნაწილი ფულადი სახსრებია (5,58 მილიარდი დოლარი). გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფლობს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და 45 მილიონ დოლარად შეფასებულ უძრავი ქონება.პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის თავდასხმა ივანიშვილზე - ფონდი „ქართუს" განცხადება >>ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.2023 წლის ბოლოს ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში -მან პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის იქნება პარტიაში მთავარი მრჩეველი და სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24042/50/240425072_162:0:2829:2000_1920x0_80_0_0_9a7eebaf983f519130edff426bb3f9c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი ერთ წელიწადში 25 მილიონი დოლარით გამდიდრდა - Bloomberg
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 მილიარდერს შორის 383-ე ადგილზს იკავებს
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. Bloomberg-ის ვერსიით, ქართველმა მილიარდერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა6,62 მილიარდი დოლარის ქონებით მილიარდერთა სიაში 383-ე ადგილი დაიკავა.
ეკონომიკური გამოცემის 2023 წლის მონაცემების თანახმად, მილიარდერის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, Bloomberg-ის სიაში მსოფლიოს 500 მილიარდერია.
Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონების უმეტესი ნაწილი ფულადი სახსრებია (5,58 მილიარდი დოლარი). გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფლობს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და 45 მილიონ დოლარად შეფასებულ უძრავი ქონება.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
2023 წლის ბოლოს ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში -მან პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის იქნება პარტიაში მთავარი მრჩეველი და სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს.