მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწვრიანების საკითხს დღეს უყრის კენჭს

© AP Photo / Petros Karadjias
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თურქეთის პარლამენტის გენერალურმა ასამბლეამ შესაძლოა დღეს განიხილოს და კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს, იტყობინება CNN Turk.
ტელეარხის ინფორმაციით, შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში უკვე შესულია, კენჭისყრა საპარლამენტო დებატების შემდეგ უნდა გაიმართოს.
თურქი მაღალჩინოსანი წყაროს თქმით, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აქვს, პარლამენტს პროტოკოლის რატიფიკაციაში მხარდაჭერას მოსთხოვს.
როგორც აღინიშნება, თურქეთის პარლამენტის გენერალური ასამბლეის კენჭისყრა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯია მას შემდეგ, რაც დეკემბერში ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის განაცხადი დაამტკიცა.

გზა ნატოსკენ

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადები 2022 წელს შეიტანეს რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობა ჯერ კიდევ არ გაუციათ თურქეთსა და უნგრეთს.
ანკარამ თავდაპირველად უარი თქვა სტოკჰოლმის განაცხადის დამტკიცებაზე და შვედეთი ქურთი აქტივისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და პირობების განხილვის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთის განცხადება განსახილველად თურქეთის პარლამენტს გადასცა.
რაც შეეხება ნატოში შვედეთის გაწევრიანების მეორე მოწინააღმდეგეს — უნგრეთს, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ აპირებს აჩქარდეს ამ საკითხის გადაჭრაში.
ყველა ახალი ამბავი
0