https://sputnik-georgia.com/20240123/saqartvelo-da-saudis-arabeti-mtavrobatasorisi-sabwos-seqmnaze-setanxmebas-moaweren-xels-285838449.html
საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს
საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს
Sputnik საქართველო
დოკუმენტზე ხელმოწერა გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში, მიიჩნევენ საგარეო უწყებაში. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T15:09+0400
2024-01-23T15:09+0400
2024-01-23T15:09+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საუდის არაბეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23202/11/232021172_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_5e9fca0bbe3dbb21ed13edd6643cc081.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია, სადაც ხელს მოაწერს შეთანხმებას მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში. გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან. ამის შემდეგ მხარეები შეთანხმებას მოაწერენ ხელს. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, აღნიშნეს უწყებაში. პრემიერი: ელექტრონული ვიზები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურისტულ ნაკადს გაზრდის>>საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში. საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23202/11/232021172_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_109cbf82534142e8f864a6555eabf830.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს
დოკუმენტზე ხელმოწერა გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში, მიიჩნევენ საგარეო უწყებაში.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია, სადაც ხელს მოაწერს შეთანხმებას მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან. ამის შემდეგ მხარეები შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.