https://sputnik-georgia.com/20230922/-----------282555682.html
პრემიერი: ელექტრონული ვიზები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურისტულ ნაკადს გაზრდის
პრემიერი: ელექტრონული ვიზები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურისტულ ნაკადს გაზრდის
Sputnik საქართველო
ვიზის მიღება საუდის არაბეთში ჩასვლისას იქნება შესაძლებელი. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T17:00+0400
2023-09-22T17:00+0400
2023-10-25T17:41+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282582144_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_abf5b0ddb5a5ab038058dd672999fbd3.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საუდის არაბეთი საქართველოსთვის მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, ელექტრონული ვიზების შემოღება კი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატიბთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. ელექტრონული ვიზა იქნება მრავალჯერადი გამოყენების, ერთწლიანი ვადით. იგი ვიზიტორებს საუდის არაბეთში ერთი წლის განმავლობაში ჯამში 90 დღით ყოფნის საშუალებას მისცემს. „როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის სამეფო კი საქართველოსთვის სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ დონეზე. მან ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საქართველომ და საუდის არაბეთმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი>>>საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა. გარდა ამისა, ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში. საუდის არაბეთმა 2019 წლის 27 სექტემბერს უცხოელი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები დააწესა. მანამდე ქვეყანაში მოხვედრა, გარდა დიპლომატებისა და მათი ნათესავებისა, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო და ბიზნეს-ვიზის მეშვეობით. ვიზებს საზღვარგარეთ საუდის არაბეთის საკონსულოები ან დიპლომატიური წარმომადგენლობები გასცემდნენ. საუდის არაბეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ არ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის შეტანა, მაგალითად, ღორის ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციის სარეკლამო მასალის. საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282582144_84:0:1163:809_1920x0_80_0_0_e31e81d23c4e0628a542420f3ea0014b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ელექტრონული ვიზები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურისტულ ნაკადს გაზრდის
17:00 22.09.2023 (განახლებულია: 17:41 25.10.2023) ვიზის მიღება საუდის არაბეთში ჩასვლისას იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საუდის არაბეთი საქართველოსთვის მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, ელექტრონული ვიზების შემოღება კი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატიბთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.
„ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა", – ნათქვამია განცხადებაში.
ელექტრონული ვიზა იქნება მრავალჯერადი გამოყენების, ერთწლიანი ვადით. იგი ვიზიტორებს საუდის არაბეთში ერთი წლის განმავლობაში ჯამში 90 დღით ყოფნის საშუალებას მისცემს.
„როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის სამეფო კი საქართველოსთვის სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ დონეზე. მან ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთმა 2019 წლის 27 სექტემბერს უცხოელი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები დააწესა. მანამდე ქვეყანაში მოხვედრა, გარდა დიპლომატებისა და მათი ნათესავებისა, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო და ბიზნეს-ვიზის მეშვეობით. ვიზებს საზღვარგარეთ საუდის არაბეთის საკონსულოები ან დიპლომატიური წარმომადგენლობები გასცემდნენ.
საუდის არაბეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ არ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის შეტანა, მაგალითად, ღორის ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციის სარეკლამო მასალის.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.