დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 23 იანვარია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ბევრი კარგი ამბავი და მოვლენა გველოდება, თუ ვიაქტიურებთ და გავრისკავთ, არ შევუშინდებით რთულ საქმეებს. არ უნდა დავივიწყოთ სახლის საქმეები - რუტინა მოდუნებაში და არსებით საკითხებზე დაფიქრებაში დაგვეხმარება. ურთიერთობები აუცილებელია - გავიგებთ ბევრ საინტერესო რამეს და ასევე შევძლებთ თავის წარმოჩენას.
ასე რომ, კარგი დღეა საკუთარ საინტერესო მხარეებზე საუბრისთვის, საკუთარი ნიჭის რეკლამირებისთვის. საღამოს ბუნებაში გასვლა წაგვადგება. გველოდება პროდუქტიული და კარგი დღე.
ვერძი: დღეს ბევრი ლაპარაკი მოგიწევთ, მაგრამ სხვა გზა არაა - მრავალი კითხვა გექნებათ, მაგრამ პასუხებს ყველა კითხვაზე ვერ მიიღებთ. ასტროლოგების პროგნოზით, დღეს სამსახურსა და სახლს შორის მოგიწევთ გახლეჩა. ამიტომ ჯობია, ჩართოთ ე.წ. ტაიმ-მენეჯმენტი, გაწერეთ მთელი დღე წუთობრივად და ასე შეძლებთ, რომ დრო დაუთმოთ ოჯახსაც და სამსახურსაც.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
კურო: სასიხარულო ამბავია - დღეს თქვენთვის ყველა კარი გაიხსნება. ბევრს მიაღწევთ, თუ ერთ ადგილზე არ გაჩერდებით - ეს ის დროა, როცა მოქმედება და აქტიურობაა საჭირო. რეკომენდებულია ურთიერთობები, როგორც ექსპერტები ამბობენ, დღეს მხოლოდ საინტერესო თანამოსაუბრეები შეგხვდებიან. ამასთან, მათ თქვენთვის ბევრი საინტერესო თემის შემოთავაზება შეუძლიათ ფიქრისთვის.
ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რთული ამოცანები „მკვდარი წერტილიდან" დაძრათ. ზოგადად, თუ მოინდომებთ, ყველა სფეროში შეგიძლიათ წინსვლა, ვითარებების გამოსწორება უკეთესობისკენ. არაფერს შეუშინდეთ - ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდება. ასტროლოგები გირჩევენ, სახლის საქმეები არ დაივიწყოთ, მოაწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი, რაც თქვენს ფიქრებზეც აუცილებლად აისახება.
კირჩხიბი: დიდი ალბათობით, უსიამოვნო ლაპარაკი არ აგცდებათ. თქვენი თანამოსაუბრეები კამათისთვის იქნებიან განწყობილი. ეცადეთ, მწვავე სიტუაცია ხუმრობით განმუხტოთ და ასე საუბრის დადებით კალაპოტში გადაყვანას შეძლებთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეცადოთ საერთო ენის გამონახვა მეტოქეებთანაც კი - ასე შეიძლება ისინი თქვენს მოკავშირეებად იქცნენ.
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: წარმატების მისაღწევად რამის მსხვერპლად გაღება მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ეს მხოლოდ ფული იქნება. არაა გამორიცხული, რომ ძვირფასი დროისა და ძალების გაღება მოგიწიოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახლის პრობლემები მოაგვაროთ, გულწრფელად დაელაპარაკოთ საყვარელ ადამიანს. აუცილებლად გამონახავთ კომპრომისს. საღამოს კარგი იქნება ბუნებაში გასვლა - ასე კარგი განწყობა შეგექმნებათ.
ქალწული: დღეს ნამდვილად შეძლებთ, რომ გზაზე გაჩენილი ბარიერები გაარღვიოთ. თუმცა, ბევრ ძალას დაკარგავთ. ამიტომ აჯობებს, შემოვლითი გზები მონახოთ, ალტერნატიული გზები ნამდვილად არსებობს. ასტროლოგები პირადი ცხოვრების შეცვლას გირჩევენ - შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებს „ვადა გაუვიდა" და ამას წერტილი უნდა დაესვას, ან, უბრალოდ, ახალ დონეზე უნდა გადაიყვანოთ. მოუსმინეთ ინტუიციას - ის სწორ რჩევას მოგცემთ.
სასწორი: დღეს კომფორტის ზონიდან მოგიწევთ გამოსვლა - ბედი იქ შეგიტყუებთ, საიდანაც გამოსვლა რთულია. მაგრამ ეს ძალიან კარგ გამოცდილებას მოგიტანთ, რაც მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ. პრობლემები სწრაფად გადაწყვიტეთ - ისეთი დღეა, როდესაც უსიამოვნებები დიდხანს არ დაგელოდებათ და ელვისებურად გარდაიქმნება რთულ პრობლემებად. ყველანაირად ეცადეთ, რომ კამათი და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ - ეს მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებთ.
ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2019
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები
მორიელი: შეგიძლიათ გიხაროდეთ - დღეს თქვენ მხარესაა თავად წარმატება. გაგიმართლებთ ყველგან და ყველაფერში, ასე რომ, დროს უქმად ნუ დაკარგავთ, ეცადეთ, ბევრი საქმე აკეთოთ. გაიგებთ სასიამოვნო ამბებს, რაც განწყობას აგიმაღლებთ. კარგი ურთიერთობები - დღეს საერთო ენის გამონახვას ყველასთან შეძლებთ.
მშვილდოსანი: დღეს ყურადღება სახლის პრობლემებზე უნდა გაამახვილოთ - ისინი უკვე ნერვებზე მოქმედებს. როდესაც სახლში ყველაფერი მშვიდად იქნება, საქმეები სამსახურშიც კარგად წავა. ექსპერტები ურთიერთობებს გირჩევენ, შესანიშნავ განწყობაზე ხართ და ეს სხვებსაც გაუზიარეთ. ამას არც თქვენი თანამოსაუბრეები არ დაივიწყებენ და არც თქვენი კარმა. ასე რომ, ილაპარაკეთ.
თხის რქა: დღეს ბევრი უნდა ისაუბროთ საქმესთან დაკავშირებულ თემებზე. ეს ძალიან დაგეხმარებათ სამსახურში. შესაძლოა, კარგი რჩევები მიიღოთ კოლეგებისგან, ან თქვენ დააინტერესოთ ხელმძღვანელობა თქვენი იდეებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი შესანიშნავად აეწყობა. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება არ მიაქციოთ კრიტიკას - ის დღეს საკმაოდ არაკონსტრუქციული იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
მერწყული: დღეს უპრიანია, სახლის საქმეებს მიხედოთ. ეს დაგიმშვიდებთ ნერვებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს განამტკიცებს. გარკვეული სახის ცვლილებები უკვე მოხდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც, სასოწარკვეთილი ებღაუჭებით წარსულს. იფიქრეთ მხოლოდ მომავალზე - იქ ბევრი კარგი რამ გელოდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, კოსმოსში გაუშვათ თქვენი ოცნებები და სურვილები - ასე მათი ასრულების მეტი შანსია.
თევზები: დღეს „უქნარობის" არანაირი შანსი არ გექნებათ - უნდა ირბინოთ და ხან ერთ საქმეს მოკიდოთ ხელი და ხან - მეორეს. მაგრამ ეს ძალიან „მაგარი" იქნება - ასეთ აქტიურობას სამყაროც დაინახავს და თქვენი ბოსიც. ასე რომ, დაელოდეთ - თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება. ექსპერტები საღამოს ბუნებაში გასვლას გირჩევენ - ასე ენერგიით აივსებით და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0