მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Bloomberg: ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავებას აპირებს

© AP Photo / Jean-Francois Badias
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მკაცრი პოზიცია დაიკავონ უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას განაგრძობს რიგგარეშე სამიტზე, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ორშაბათს უნგრეთი კვლავ შეეწინააღმდეგა ევროკავშირის წინადადებას ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომელმაც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზა უნდა უზრუნველყოს.
წყაროების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი ი თებერვლის სამიტზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს მას უნგრეთი.

„თუ ორბანი კვლავ დაბლოკავს მხარდაჭერის პაკეტს, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა გადაწყვეტს, რომ მაინც მიიღოს იგი. და ასეთი სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს“, — განმარტეს წყაროებმა.

მათი თქმით, სარეზერვო ვარიანტის თანახმად, ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას (უნგრეთის გამოკლებით) უკრაინისთვის ფულის მიწოდება ევროკავშირის ბიუჯეტის პროცესის მიღმა შეუძლია.
წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ ორბანი ამ გზით წასვლას გადაწყვეტს, ევროკავშირს საჯარიმო ზომების შემდეგი რაუნდის დაწყება შეუძლია უნგრეთის წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოჰყვეს.
სააგენტოს აღნიშნავს, რომ ასეთმა სცენარმა შეიძლება კონფრონტაცია უფრო გააღრმავოს, ვინაიდან მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაიცავს უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლების ჩამორთმევისკენ მიმართული ნაბიჯებისგან.
უნგრეთმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებისპაკეტზევეტოს მოხსნის, თუ დაფინანსება ყოველწლიურად გადაიხედება. მედიისცნობით, ევროკომისია მზადაა, მიიღოს ბუდაპეშტის ზოგიერთი მოთხოვნა.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0