უნდა შეამოწმონ ვის აფინანსებენ: ვოლსკი საქართველოში USAID-ის საქმიანობაზე

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ერთობა და მრავალფეროვნება“, პრინციპულად განსხვავდება იმ პროგრამისაგან, რომელსაც USAID-ი აფინანსებს.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკეთ უნდა შეისწავლოს ის პროგრამები, რომლებსაც აფინანსებს საქართველოში და ის, თუ რამდენად ემსახურება ისინი საზოგადოების ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გეორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუავაშვილმა საქართველოში საშობაო დღესასწაულის აღნიშვნის 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადატანის თაობაზე USAID-ის მიერ დაფინანსებული „ტოლერანტობის ცენტრის" დირექტორ ბექა მინდიაშვილის განცხადების საპასუხოდ საერთაშორისო დონორებს მოუწოდა, გადაამოწმონ, ხომ არ გამოიყენება მათი ფინანსები ისეთ საქმეებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება და ხალხის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. საპასუხოდ USAID-მა განაცხადა, რომ წარმომადგენლობას მუდმივი და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, „თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
„USAID-მაც უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, რამდენად შეესაბამება ის იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც იგი ეხმარება, მხარს უჭერს და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, გამოდის, ანტიდასავლურია ის, რომ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, მმართველ გუნდს, საზოგადოების უმრავლესობას აქვს დადებითი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, როგორც სირთულეებისა და გამოწვევების დროს გამაერთიანებელი ძალის მიმართ.
„მოსახლეობის დიდ ნაწილს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, არა მხოლოდ კანონიკური ცოდნის გამო, არამედ იმის გამო, რომ ეკლესია გაერთიანდა, როდესაც ქვეყანა ინგრეოდა, როდესაც ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საერთაშორისო დონორებმა უნდა შეამოწმონ, რაზე ხარჯავენ არასამთავროები მათ ფულს - პაპუაშვილი>>>
პოლიტიკოსის განმარტებით, პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ერთობა და მრავალფეროვნება“, პრინციპულად განსხვავდება იმ პროგრამისაგან, რომელსაც USAID-ი აფინანსებს.
„გამიხარდებოდა, რომ არ იცოდეს USAID-მა, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა უგვანოდ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა. იმედია, არ იცოდა, ვინაიდან დასახელება, რომელსაც იგი აფინანსებს, აბსოლუტურად სხვა არის", - აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც ადრე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მინდიაშვილი - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა „რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით", ამერიკული დაფინანსების მიღებას ახერხებს თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0