მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეტეოროლოგი: თურქეთი არ იპარავს ირანის საწვიმარ ღრუბლებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ბრალდებები, თითქოს თურქეთი ირანის საწვიმარ ღრუბლებს იპარავს, სხვა არაფერია, თუ არა დაუმტკიცებელი თეორია; ამა თუ იმ ქვეყანაში გვალვის მიზეზი გლობალური დათბობაა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ აიდინის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორმა, მეტეოროლოგმა გუვენ ოზდემირმა.
„საწვიმარი ღრუბლების მოპარვის იდეა, ან ამაზე ფიქრის მცდელობაც კი, სხვა არაფერია, თუ არა თეორია, რომელსაც არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია. ეს არის თეორია, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება შეცდომაში შეყვანას“, — აღნიშნა ოზდემირმა.
თავისი სიტყვების დასტურად პროფესორმა 2023 წელს თურქეთში რამდენიმეთვიანი გვალვა გაიხსენა, როდესაც მეზობელ საბერძნეთში, ბულგარეთსა თუ რუმინეთში უხვი წვიმები იყო, მაგრამ თურქეთამდე არ მიუღწევია. მისი თქმით, ამაში არაფერია უჩვეულო.
მანამდე Forbes იტყობინებოდა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და სხვადსახვა პლატფორმებზე ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც თურქეთისა და ირანის საზღვარზე კონტრასტული ამინდია აღბეჭდილი. ფოტოებზე ჩანს, რომ თურქეთის მხარეს ცა ღრუბლიანია, მთები კი დათოვლილი, ხოლო ირანის მხარეს — მოწმენდილი და მშრალი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, თურქეთი რაღაც ტექნოლოგიებს იყენებს საწვიმარი ღრუბლების მოსაპარად.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანი სხვა ქვეყნებს ღრუბლების მოპარვაში ადანაშაულებს. 2018 წელს ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაადანაშაულა კლიმატში ჩარევასა და მისი საწვიმარი თუ თოვლის ღრუბლების მოპარვაში.
გარდა ამისა, ანალოგიური კომენტარი გააკეთა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადიმ, რომლის თქმითაც, მტრები „ირანისკენ მიმავალ საწვიმარ ღრუბლებს ანადგურებენ, მაგრამ ირანი ამ ომში გაიმარჯვებს“.
ყველა ახალი ამბავი
0