სისხლიანი გარჩევა კახეთში - ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სანადირო თოფით არიან დაჭრილი.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი, 44 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მას სამი თანასოფლელის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ედება ბრალად, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა თავის თანასოფლელებთან კონფლიქტის შედეგად 31, 33 და 49 წლის სამი ადამიანი დაჭრა. შემდეგ ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მათ საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
გამოძიება ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მედიის ინფორმაციით, კონფლიქტის წინ თანასოფლელები სუფრასთან ისხდნენ. ეჭვმიტანილმა სამი პირი სანადირო თოფით დაჭრა.
ყველა ახალი ამბავი
0