ბნელი ტრიადა: დადგინდა, რომელი მამაკაცები არიან მიდრეკილი ფსიქოპათიისა და ნარცისიზმისკენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მოსაზრება, რომ, რაც უფრო დაბალია ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი არასრულფასოვნების გრძნობა და უფრო ხშირად ცდილობს არასაკმარისი სანტიმეტრების ყველა შესაძლო გზით — მათ შორის, აგრესიული ქცევითა და ძალის დემონსტრირებით კომპენსირებას, საფუძველს მოკლებული არ არის, აცხადებენ მეცნიერები.
გავრცელებული ცნობით, პოლონელმა მეცნიერებმა ეგრეთ წოდებული ნაპოლეონის კომპლექსი გამოიკვლიეს, რათა დაედგინათ, ხასიათის რა თვისებები ჭარბობს დაბალი აღნაგობის მამაკაცებსა და ქალებში.
კერძოდ, სწავლულები შეეცადნენ გაეგოთ, ნამდვილად არიან თუ არა საშუალოზე დაბალი მამაკაცები მიდრეკილი „ბნელი ტრიადის“ თვისებებისკენ — ფსიქოპათიის, ნარცისიზმისა და მაკიაველიზმისკენ.
ექსპერიმენტში 367 კაცი და ქალი მონაწილეობდა. მკვლევარებმა მათ სთხოვეს, დაეფიქსირებინათ საკუთარი სიმაღლე და ეთქვათ, რამდენად კმაყოფილები იყვნენ, ან რას განიცდიდნენ საკუთარი აღნაგობის გამო.
გარდა ამისა, ექსპერიმენტის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ეთანხმებოდნენ თუ არა ფრაზას: „იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიო, სხვებით ვმანიპულირებ“. სწორედ ამ პასუხების მიხედვით ენიჭებოდათ მათ ქულა, რომელიც ფსიქოპათიის, ნარცისიზმისა და მაკიაველიზმის დონეებს ასახავდა.
შედეგებიდან გაირკვა, რომ ორივე სქესის ტანდაბალ ადამიანებს „ბნელი ტრიადის“ სამივე მახასიათებელში უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ.
„როდესაც ადამიანი ფიზიკურად მრისხანედ არ გამოიყურება, ის შესაძლოა ფსიქოლოგიურად მრისხანე გახდეს. დაბალი ტანის ადამიანები ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობენ გარშემომყოფებისგან პატივისცემის მიღებას. როცა ადამიანი ძლიერი ჩანს, ის შესაძლოა იმაზე ტანმაღალი გამოჩნდეს სხვათა თვალში, ვიდრე სინამდვილეშია“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი მონიკა კოზლოვსკა.
მისი თქმით, ტანდაბალი ადამიანები ნამდვილად მიდრეკილი არიან სხვათა მანიპულირებისა და გარშემომყოფებთან კონფლიქტებისკენ. გარდა ამისა, მათ ეგოცენტრიზმთან დაკავშირებული პრობლემები და სუსტი ემპათია ახასიათებთ.
თუმცა გაირკვა, რომ კონკრეტულად ნარცისიზმისადმი მიდრეკილება ტანდაბალ მამაკაცებში უფრო მკაფიოდ იჩენს თავს, ვიდრე ქალებში. როგორც მკვლევარები წერენ:
დაბალი მამაკაცები გამუდმებით მოითხოვენ პატივისცემას, შეუძლიათა სხვებს დააკისრონ ხარჯები, და თავიანთი თვისებებით შთაბეჭდილება მოახდინონ რომანტიკულ პარტნიორებზე;
დაბალ ქალებს კი შეუძლიათ ხრიკებს მიმარონ, რათა უფრო სასურველები გამოჩნდნენ, ან იპოვონ მფარველი და მიიღონ სარგებელი.
მანამდე ოჯახის ფსიქოლოგმა საად ქამელმა გამოაქვეყნა ის კრიტერიუმები, რომლებითაც ნარცისი ქალის (მეუღლის) ამოცნობაა შესაძლებელი.
არ გამოტოვოთ: ნარცისი ცოლის ნიშნები - ფსიქოლოგი მამაკაცებს აფრთხილებს
ყველა ახალი ამბავი
0