ნარცისი ცოლის ნიშნები: ფსიქოლოგი მამაკაცებს აფრთხილებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. ნარცისი ცოლი − ეს ის ქალია, რომელიც არანაირ სიმპათიას არ განიცდის მეუღლისადმი და ამასთან მხოლოდ იმას ელის, რომ ქმარმა მუდმივად აქოს სილამაზისა და ელეგანტურობისთვის, წერს გამოცემა Sayidaty სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ოჯახის ფსიქოლოგ საად ქამელის თქმით, ნარცისი ქალი თავს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს, ეჭვიანობს ქმრისა და სხვების მიმართ მათი მიღწევების გამო და ცდილობს გააფასუროს მათი წარმატებები.
„მისი ერთ-ერთი თვისება არის საკუთარი თავისადმი არაადეკვატური სიყვარული. ამიტომ ის მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქმარი და შვილებიც კი, მას ნაკლებად მნიშვნელოვნები არიან. ნარცისი ცოლი ცდილობს, რომ მთელი ოჯახის ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავზე გადაიტანოს, რადგან, მისი აზრით, გარშემო ყველა მხოლოდ მისი მოთხოვნილებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არსებობს“, − წერს ფსქილოგი.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული თვისებები და ნიშნები, რომლებითაც ნარცისი ქალის ამოცნობაა შესაძლებელი.

ნარცისი ქალის ნიშნები

ნარცის ქალს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ყველა სხვა ქალისგან გამოირჩევა. ის ცდილობს, დაუახლოვდეს მხოლოდ მათ, ვისაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს − იქნება ეს სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში. ამასთან დარწმუნებულია, რომ მასთან დაახლოება ყველას სურს, რადგან ის ბედის საჩუქარია, მასთან შემხვედრებს კი ძალიან გაუმართლათ.
ნარცისი ცოლი გამუდმებით აკრიტიკებს ქმარს. ის სარგებლობს იმით, რომ მეუღლე სამსახურთან ან მეგობრებთან დაკავშირებულ საიდუმლოებებს უყვება და კამათისას იარაღად იყენებს ამ ინფომაციას. მას სურს, გამარჯვებული გამოვიდეს ნებისმიერი ბრძოლიდან, ნებისმიერი საშუალებითა და ნებისმიერ ფასად.
ნარცისი ქალი ფიქრობს, რომ მისი ყველას შურს. ის არ აღიარებს, რომ მასზე უკეთესებიც არსებობენ. არის ბუტია და პატივმოყვარე.
ნარცისი ცოლი ილუზიებში ცხოვრობს, ხშირად ტრაბახობს ისეთი თვისებებით, რომლებიც სინამდვილეში არ აქვს. ხშირად ცდილობს საკუთარი თავის განდიდებას წარმატების, ინტელექტისა და მიმზიდველობის თვალსაზრისით.
ნარცისი ცოლი ბრაზდება და ჩხუბს იწყებს, თუ ქმარი მის აზრს არ ეთანხმება. ის საოცრად თავდაჯერებული და ჯიუტია. საერთოდ არ იღებს კრიტიკას და საწინააღმდეგო მოსაზრებებს. ის არ ითვალისწინებს ქმრის ინტერესებს, რადგან სურს, ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად ამბობს.
ნარცის ქალს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველა ღონისძიებასა და წვეულებაზე ცდილობს, რომ საზოგადოების ინტერესის ცენტრში აღმოჩნდეს.
ნარცისი ცოლი ყოველთვის მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე საუბრობს. სხვისი მიღწევების გაგონებაც არ უნდა. არ აღიარებს, რომ მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც აქვთ ნიჭი და შეუძლიათ, რაღაცაში წარმატებული იყვნენ. ელოდება, რომ ყველა მის უპირატესობას აღიარებს, მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში რაფრისთვის არ მიუღწევია.
ნარცის ცოლს უყვარს თავისი მაღალი სტატუსის შეხსენება. ტრაბახობს გავლენიან ადამიანებთან მეგობრობითა და ნაცნობობით. რაღაცაზე მსჯელობისას ყოველთვის სხვებზე ხმამაღლა ლაპარაკობს, აწყვეტინებს მათ საუბარს, რათა საკუთარი აზრი მოახვოს თავს. უგულებელყოფს როგორც ქმრის, ისე სხვების თვალსაზრისს.
ნარცისი ცოლი კაპრიზულია, გიჟდება წვრილმანების გაზვიადებაზე, უყვარს უთვალავი „დიდი პრობლემის“ გამოგონება ქმრის ემოციების გასაკონტროლებლად. ამ გზით ის იმორჩილებს ქმარს, რომელიც მისი სიამოვნებისთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობს.
ნარცისი ქალი ცდილობს, სხვადასხვა გზით მიიპყროს სხვების, განსაკუთრებით მამაკაცების ყურადღება. ეს აიძულებს მას, გამუდმებით იზრუნოს გარეგნობის გაუმჯობესებაზე და მისდიოს მოდას − რათა იყოს უფრო ლამაზი და მომხიბვლელი, და რომ ქმარმა იეჭვიანოს კიდეც.
ნარცის ქალს არ აქვს თანაგრძნობის უნარი და ადამიანობა. ამიტომ დასცინის სხვებს და უადგილოდ ეხუმრება მათ. ის ვერ გრძნობს სხვათა განცდებსა და მოთხოვნილებებს.
დაბოლოს: როგორც საად ქამელი ამბობს, ნარცისი ქალი სინამდვილეში ძალიან სუსტია და მყიფე ფსიქიკა აქვს. შიგნიდან ის ცარიელია და ამიტომ ყოველთვის ცდილობს, ნიღაბს ამოეფაროს. მის ავადმყოფ „მეს“ სხვა ადამიანები სჭირდება, რათა ხალხის თვალში ყალბი მუდმივობა და წონასწორობა შეინარჩუნოს.
მას სურს ახდენდეს საუკეთესო ცოლის შთაბეჭდილებას, რომელიც აბსოლუტურად ბედნიერია, რომ მის ქმარს ბადალი არ ჰყავს, ხოლო მისი ოჯახური ცხოვრება − ეს ყველაზე წარმატებული ურთიერთობაა მთელ მსოფლიოში.
წყარო: Sayidaty
ყველა ახალი ამბავი
0