ქართული კომპანიები ბერლინში „მწვანე კვირეულზეა“ წარმოდგენილი

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia ბერლინში გამოფენა Gruene Woche
ბერლინში გამოფენა Gruene Woche - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას, განაცხა მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ბერლინში მიმდინარე სურსათის, მებაღეობის, სასოფლო და სატყეო მეურნეობის საერთშორისო სავაჭრო გამოფენაზე — „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) 15 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ სხვადასხვა ქვეყნის 1,5 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი 400 ათასს აჭარბებს.
„სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ცნობადობის ზრდას და რეალიზაციას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
ქართველი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. გამოფენაში მონაწილე რვა კომპანია სამთავრობო პროგრამების ბენეფიციარია.
გერმანიაში საქართველოს ელჩ ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიაში ქართული პროდუქციის ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.
„გამოფენაში მონაწილება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ევროპის ბაზარზე, კონკრეტულად კი, გერმანიაში. გამოფენის ფორმატი იძლევა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობასაც, რომლის ფარგლებშიც ასევე მოხდება ქართულ პროდუქციის პოპულარიზაცია“, - განაცხადა იზორიამ.
გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 1926 წლიდან, უკვე 98 წელია ყოველწლიურად იმართება. გამოფენა 29 იანვარს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0