დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 იანვარი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 22 იანვარია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
სასურველია, შეძლებისდაგვარად, საქმიანობას მოვერიდოთ. სამწუხაროდ, ვარსკვლავები ქაოსისკენ გვიბიძგებენ როგორც საქმეებში, ისე აზრებსა და ურთიერთობებში. ემოციური ფონი ძალზე დაძაბული იქნება, ამიტომ ეს ქაოსი დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ასეთ დღეებში ადამიანები არალოგიკურად იქცევიან, კამათობენ უმნიშვნელო რაღაცებზე და ზომიერების გრძნობას ივიწყებენ. ეს რომ არ მოხდეს, დაასვენეთ ნერვები და ეს დღე რამე მარტივს, მშვიდსა და პოზიტიურს მიუძღვენით.
ვერძი: როგორც ჩანს, საკუთარი თამაშის წესებით იმოქმედებთ. ირგვლივ მყოფები მოერიდებიან თქვენს აქტიურობას, რომელიც ხანდახან ნამდვილად უადგილო იქნება. სამწუხაროდ, თქვენი ჭარბი შრომითი ენთუზიაზმი არავის მოუტანს დიდ სარგებელს და მხოლოდ უსარგებლო ორომტრიალში გადაიზრდება. რადგანაც ასეთი ენერგიული ხართ, ჯობია, ეს დღე საკუთარ თავზე დახარჯოთ, მაგრამ ეცადეთ, საპასუხისმგებლო პროექტებს მოერიდოთ.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: შეიძლება სიმშვიდე დაგიკარგოთ ფიქრმა, რომ ბედნიერება არა ფულში, არამედ მის რაოდენობაშია. მთელი დღე, ალბათ გამდიდრების გეგმების დაწყობაში დახარჯავთ, მაგრამ ასტროლოგები ამ გრანდიოზული გეგმების ცხოვრებაში ხორცშესხმას არ გირჩევენ – ჯერ გეგმები კარგად უნდა „დაღვინდეს“, ისინი რეალობისგან ძალიან შორს დგას. ასეთ დღეებში კარგია დასვენება და არა იდეების რეალობად ქცევა.
ტყუპი: დღეს საუკეთესო რეჟიმი თქვენთვის საგანგებო და კრიტიკული ვითარება იქნება. მართალია, ამას თვითონ ვერ გააკეთებთ, მაგრამ თუ ეს რეჟიმი სამსახურში ან სახლში დადგა, შეძლებთ ყველა ფარული ნიჭის გამოვლენას და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსთან შესანიშნავად გამკლავებას. თუ სიტუაცია თქვენგან შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას არ მოითხოვს, მაშინ დღე აბსოლუტურად მშვიდად ჩაივლის – ასეთი უცნაური დღე გელოდებათ.
კირჩხიბი: დღეს რამის დაკარგვის რისკი არსებობს. ეს შეიძლება სულ უბრალო ნივთს ეხებოდეს, მაგალითად, მაგიდიდან იდუმალ ვითარებაში გამქრალ კალამს, მაგრამ ასევე უფრო სერიოზულ რამესაც, მაგალითად, ხელიდან გაშვებულ სარგებელს ან რეპუტაციას. უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, საჭიროა მთელი ყურადღება მოიკრიბოთ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ხართ ამისთვის განწყობილი.
ახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
ლომი: სიურპრიზების დღეა. ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება, მოვლენები მოულოდნელი კუთხით განვითარდება. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც გეგმავდით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზები შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ეს დღე თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
ქალწული: დღეს შეიძლება წააწყდეთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა გარშემომყოფების ზედაპირულობა და უზრუნველობა. ადამიანები თქვენ ირგვლივ ძალზე მსუბუქად უყურებენ სერიოზულ საკითხებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარების შეცვლა ან ვინმეს გადარწმუნება შეძლოთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, ესაა გააკონტროლოთ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით აღიჭურვოთ.
სასწორი: დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელი დღე გექნებათ შეგრძნება, რომ სულ სადღაც გაგვიანდებათ, რომ გარბიხართ, მაგრამ ვერ ასწრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს პროექტის ჩაბარების ვადებს, ან სასიყვარულო პაემანზე დაგვიანებას, ჩვეულებრივ ან საქმიან შეხვედრას, ან, უბრალოდ, სახლში თავსაყრელ საქმეებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი, სულ ცოტაც, და ყველაფერს მორჩებით, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება – დღეს, როგორც ჩანს, ბოლო არაფერს არ უჩანს... ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ესაა თქვენი არაორგანიზებულობა და იმპულსურობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მორიელი: დღეს კამათისთვის და დისკუსიებისთვის ხართ განწყობილი, მაგრამ კამათის ატმოსფერო შეიძლება ისე დაძაბოთ, რომ უბრალო საქმეებისთვის არ შემოგრჩებათ ძალა. ამას ირგვლივ მყოფებიც შეუწყობენ ხელს – ისინი თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, მაგრამ თავი შეიკავეთ – თუ სიტუაცია გამწვავდა და კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მერე დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ ამის გამოსასწორებლად. ჯობია, თქვენი ენერგია რამე სასაგებლოსა და პოზიტიურზე მიმართოთ – მაშინ წარმატებებსაც მიაღწევთ.
მშვილდოსანი: დღეს მეტი ყურადღება და სისწრაფე გჭირდებათ – არაა გამორიცხული, რომ ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ. შემდეგ კი მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული: თუ მშვიდად შეეგუებით დათმობას, შეიძლება, მომავალში ინანოთ. ამიტომ ჯობია, არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. მზად იყავით, რომ კონკურენტებს „მაგრად“ დაუდგეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მრავლისმთქმელი მოქმედებები და სიტყვები საკმარისი არ იქნება.
თხის რქა: შრომის განწყობა ნულზეა. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალ–ღონე გამოგეცალათ, სასწრაფო საქმეებსაც კი უღიმღამოდ გააკეთებთ. თქვენი დევიზი გახდება: „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ზეგაც შეიძლება“. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მოდუნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დღეს მაინც არაპროდუქტიული იქნებით, დასვენება კი ნამდვილად წაგადგებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: ადვილი არ იქნება ცხოვრების ნორმალურ რიტმზე აყოლა, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობაზე რომ დადგეთ, იქნებ სცადოთ დილით კონტრასტული შხაპის მიღება, ცოტა ხნით მაინც მაჟორული, გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ და დღის სწორ ტემპს მოგცემთ. იქნებით ენერგიული, მიზანსწრაფული და პოზიტიური. კარგი იქნება საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები.
თევზები: დღეს სანამ რომელიმე ამოცანის გადაჭრას შეუდგებით, ბოლომდე გააჭიანურებთ, და როდესაც ბოლოს და ბოლოს, მის რეალიზაციას დაიწყებთ, იმაზე მეტი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე მას სხვა დროს მოანდომებდით. დიდი ალბათობით, მოიფიქრებთ რამე მიზეზს და ამ საქმეს გადადებთ – ეს სწორიც იქნება, რადგან სხვა დღეს ამ ამოცანას უფრო იოლად გაართმევთ თავს.
ყველა ახალი ამბავი
0