ძლიერი ნისლისა და ქარის გამო ბათუმის აეროპორტში რეისები გადაიდო

© Government of Georgiaბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
პარასკევს ბათუმი-სტამბულის რეისი ორი საათით გადაიდო ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით რამდენიმე რეისი გაუქმდა ძლიერი ნისლისა და ქარის გამო, აცნობეს Sputnik-საქართველოს ბათუმის აეროპორტში.
„უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა. ბათუმში ქარი და ნისლია, დროგამოშვებით წვიმს", - განაცხადა მან აეროპორტში.
პარასკევს ბათუმი-სტამბულის რეისი ორი საათით გადაიდო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო.
ბათუმი-სტამბულის რეისი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო გადაიდო >>
კომპანიის ცნობით, რეისი, რომელიც თბილისის დროით 17:40 საათზე უნდა გაფრენილიყო, მხოლოდ 19:40 საათზე გაფრინდა.
ბომბის შესახებ შეტყობინება 20 იანვარს საღამოს დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები მივიდნენ, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. საქართველოს კანონმდებლობით, ყალბი შეტყობინების ავტორს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0