ბათუმი-სტამბულის რეისი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო გადაიდო

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში Pegasus Air -ის Airbus A320
 Pegasus Air -ის Airbus A320  - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2024
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მისულმა მესაზღვრეები ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ბათუმი-სტამბულის რეისი ორი საათით გადაიდო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო, იუწყება „პირველი არხი“ აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით.
კომპანიის ცნობით, რეისი, რომელიც თბილისის დროით 17:40 საათზე უნდა გაფრენილიყო, მხოლოდ 19:40 საათზე გაფრინდა.
ბომბის შესახებ შეტყობინება 20 იანვარს საღამოს დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები მივიდნენ, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. საქართველოს კანონმდებლობით, ყალბი შეტყობინების ავტორს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0