Winter Jazz Gudauri: გუდაური ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 24-25 თებერვალს გუდაურში საერთაშორისო ჯაზფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება, მთის ტრასების სააგენტო (MTA).
ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი მიიღებს მონაწილეობას.
24 თებერვალს საფესტივალო პროგრამას ქართველი არტისტი Soulidan (თამაზ ცხაკაია) გახსნის.
ჯაზფესტივალზე დაუკრავენ ლეგენდარული ჰაუს-არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.
სად გაძვირდა სასტუმროები საქართველოში? კვლევის შედეგები >>
პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი პროექტით We speak LUNIWAZ, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.
25 თებერვალს Winter Jazz Gudauri ჰაუს-არტისტების პერფორმანსით დასრულდება.
ზამთრის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions , ოფიციალური პარტნიორია მთის ტრასების სააგენტო (MTA). ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0