https://sputnik-georgia.com/20240119/sad-gazvirda-sastumroebi-saqartvelosi-kvlevis-sedegebi-285757006.html
სად გაძვირდა სასტუმროები საქართველოში? კვლევის შედეგები
სად გაძვირდა სასტუმროები საქართველოში? კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 407 ლარია. 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T20:42+0400
2024-01-19T20:42+0400
2024-01-19T20:42+0400
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24117/09/241170946_0:91:2001:1216_1920x0_80_0_0_a61197a1c7bfcaea42d13eed7eddee01.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10,9%-ით გაიზარდა, ყველაზე მეტად სასტუმროებში განთავსება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, ნათქვამია PMCG კვლევითი ცენტრი PMCG–ს ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, საოჯახო სასტუმროების კი 7%-ით გაიზარდა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე დაბალი ფასების ინდექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იყო (0,0%).გარდა ამისა, წელიწადის ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 7%-ით, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო სასტუმრო სახლების ფასები შემცირდა 5,5%-ით. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე დაბალი – თბილისში (-11.5%).2023 წლის დეკემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 157 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 253 ლარი. სასტუმრო სახლებში საშუალო ფასი 123 ლარს შეადგენდა.5–ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 407 ლარი იყო.სტანდარტული 2-ოთახიანი სასტუმრო ოთახის საშუალო ფასი კახეთში 547 ლარი იყო, თბილისში – 529 ლარი, გურიაში – 409 ლარი, აჭარაში – 325 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24117/09/241170946_128:0:1871:1307_1920x0_80_0_0_e799045408e51aaadffc66130178ded5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
სად გაძვირდა სასტუმროები საქართველოში? კვლევის შედეგები
ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 407 ლარია.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10,9%-ით გაიზარდა, ყველაზე მეტად სასტუმროებში განთავსება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, ნათქვამია PMCG კვლევითი ცენტრი PMCG–ს ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, საოჯახო სასტუმროების კი 7%-ით გაიზარდა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე დაბალი ფასების ინდექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იყო (0,0%).
გარდა ამისა, წელიწადის ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 7%-ით, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო სასტუმრო სახლების ფასები შემცირდა 5,5%-ით. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე დაბალი – თბილისში (-11.5%).
2023 წლის დეკემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 157 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 253 ლარი. სასტუმრო სახლებში საშუალო ფასი 123 ლარს შეადგენდა.
5–ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 407 ლარი იყო.
სტანდარტული 2-ოთახიანი სასტუმრო ოთახის საშუალო ფასი კახეთში 547 ლარი იყო, თბილისში – 529 ლარი, გურიაში – 409 ლარი, აჭარაში – 325 ლარი.