https://sputnik-georgia.com/20240121/savma-lomma-celenj-tassi-asparezoba-daasrula-285801680.html
„შავმა ლომმა“ „ჩელენჯ თასში“ ასპარეზობა დაასრულა
„შავმა ლომმა“ „ჩელენჯ თასში“ ასპარეზობა დაასრულა
Sputnik საქართველო
„ჩელენჯ თასი“ არის რანგის მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ევროპაში. 21.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-21T14:29+0400
2024-01-21T14:29+0400
2024-01-21T14:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/15/285799692_0:105:1124:737_1920x0_80_0_0_783bf7d176460cc9d3f31488d8473113.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" „ჩელენჯ თასში“ ასპარეზობა სამი წაგებით და ერთი მოგებით დაასრულა.„შავმა ლომმა“ თასის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლა და 3:36 დამარცხდა.მატჩში პირველებმა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მათი დომინირება მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გაგრძელდა - 3:17. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა - ფრანგებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და მათ სამი საჯარიმო დარტყმა გარდასახეს. საბოლოოდ მათ ბონუს-ქულით მოიგეს და ტურნირის პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვეს.რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მესამედ მოიპოვა >>„ჩელენჯ თასი“ არის რანგის მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ევროპაში. თასის ძირითად გათამაშებაში 20 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ოქტომბერში იწყება და მაისში სრულდება.ეს დახურული ტურნირია. ჯგუფურ ეტაპში ავტომატურად გადის ის 18 კლუბი, რომლებიც ინგლისის, საფრანგეთისა და PRO-14 ჩემპიონატების სატურნირო ცხრილებში ბოლო ადგილებს იკავებს. დანარჩენ ორ პოზიციას იკავებენ სხვა ქვეყნების გუნდები, რომლებიც ორგანიზატორებისგან მოწვევებს მიიღებენ.2023 წელს ორგანიზატორების მოწვევა „შავმა ლომმა“ მიიღო.საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა „გლოსტერი“ (ინგლისი), „კლერმონი“ (საფრანგეთი), „კასტრი“ (საფრანგეთი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „სკარლეტსი“ (უელსი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/15/285799692_0:0:1124:843_1920x0_80_0_0_6acc7d6626d9684f8860bf991a7761e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
„შავმა ლომმა“ „ჩელენჯ თასში“ ასპარეზობა დაასრულა
„ჩელენჯ თასი“ არის რანგის მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ევროპაში.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" „ჩელენჯ თასში“ ასპარეზობა სამი წაგებით და ერთი მოგებით დაასრულა.
„შავმა ლომმა“ თასის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლა და 3:36 დამარცხდა.
მატჩში პირველებმა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მათი დომინირება მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გაგრძელდა - 3:17. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა - ფრანგებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და მათ სამი საჯარიმო დარტყმა გარდასახეს. საბოლოოდ მათ ბონუს-ქულით მოიგეს და ტურნირის პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვეს.
„ჩელენჯ თასი“ არის რანგის მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ევროპაში. თასის ძირითად გათამაშებაში 20 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ოქტომბერში იწყება და მაისში სრულდება.
ეს დახურული ტურნირია. ჯგუფურ ეტაპში ავტომატურად გადის ის 18 კლუბი, რომლებიც ინგლისის, საფრანგეთისა და PRO-14 ჩემპიონატების სატურნირო ცხრილებში ბოლო ადგილებს იკავებს. დანარჩენ ორ პოზიციას იკავებენ სხვა ქვეყნების გუნდები, რომლებიც ორგანიზატორებისგან მოწვევებს მიიღებენ.
2023 წელს ორგანიზატორების მოწვევა „შავმა ლომმა“ მიიღო.
საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა „გლოსტერი“ (ინგლისი), „კლერმონი“ (საფრანგეთი), „კასტრი“ (საფრანგეთი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „სკარლეტსი“ (უელსი).