https://sputnik-georgia.com/20231223/ragbi-savma-lomma-evropis-supertasi-mesamed-moipova-285176653.html
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მესამედ მოიპოვა
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მესამედ მოიპოვა
Sputnik საქართველო
„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T20:00+0400
2023-12-23T20:00+0400
2023-12-23T20:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_0:38:1441:848_1920x0_80_0_0_db5a30d7769060853314cb459c8b8d41.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასის ფინალში თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე „თელ-ავივ ჰითს“ ანგარიშით 27:17 მოუგო და ტიტული მესამედ მოიპოვა.მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა - 24:7.წინა თამაშის მსგავსად, მეორე ტაიმში „ჰითმა“ გამოასწორა თამაში და 66-ე წუთზე სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში მატკავამ პენალტი გაიტანა - 27:17.მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე არბიტრმა ბექა მამრიკიშვილი მოედნიდან 10 წუთით გააძევა და „შავ ლომს“ თამაშის დასრულება უმცირესობაში მიუწია. ქართველმა მორაგბეებმა გაუძლეს მეტოქის შეტევებს და დარჩენილ წუთებში ანგარიში არ შეცვლილა.ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.გასულ და სადებიუტო სეზონებში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_15:0:1412:1048_1920x0_80_0_0_f6b7d13d05f7f0737c5ed11f916da081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მესამედ მოიპოვა
„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასის ფინალში თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე „თელ-ავივ ჰითს“ ანგარიშით 27:17 მოუგო და ტიტული მესამედ მოიპოვა.
მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა - 24:7.
წინა თამაშის მსგავსად, მეორე ტაიმში „ჰითმა“ გამოასწორა თამაში და 66-ე წუთზე სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში მატკავამ პენალტი გაიტანა - 27:17.
მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე არბიტრმა ბექა მამრიკიშვილი მოედნიდან 10 წუთით გააძევა და „შავ ლომს“ თამაშის დასრულება უმცირესობაში მიუწია. ქართველმა მორაგბეებმა გაუძლეს მეტოქის შეტევებს და დარჩენილ წუთებში ანგარიში არ შეცვლილა.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ და სადებიუტო სეზონებში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა.