Madrid Fusiоn საქართველოზე: აქ მთავარი კერძია სტუმარმასპინძლობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო სუფრა რესტორანში
სადღესასწაულო სუფრა რესტორანში - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
საქართველო წარმოდგენილი იქნება ცნობილ გასტრონომიულ კონგრესზე Madrid Fusion 2024 ესპანეთში
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გასტრონომიული კონგრესის, Madrid Fusion-ის წარმომადგენლებმა საქართველოს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნეს და აღნიშნეს, რომ ამ ქვეყანაში მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა.
საქართველო ესპანეთში, ცნობილ გასტრონომიულ კონგრესზე Madrid Fusion 2024-ზე სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 29-31 იანვარს მადრიდში გაიმართება. Madrid Fusion-ს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესს უწოდებენ.
„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.
ღონისძიების სტუმრებს ექნება საშუალება, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდთან მოეწყობა ე.წ. Show Kitchen - ღია სამზარეულო, სადაც მზარეულები კერძებს სტუმრების თვალწინ მოამზადებენ.
ქართულ სამზარეულოს Madrid Fusiоn-ზე შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.
გარდა ამისა, სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსუფრა
Грузинский ресторан - накрытый стол - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
სუფრა
Madrid Fusion – ეს არის ცნობილი გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც მადრიდში ყოველწლიურად 2003 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულები და კულინარიის ექსპერტები, რომლებიც განიხილავენ ტენდენციებს, ხალხის ახალ გემოვნურ მისწრაფებებს და ინდუსტრიის ევოლუციას.
ყველა ახალი ამბავი
0