https://sputnik-georgia.com/20240116/-taste-of-georgia---madrid-fusin-----285689526.html
Taste of Georgia: გასტრო-კონგრესი Madrid Fusión ქართველ შეფმზარეულს სტატიას უძღვნის
Taste of Georgia: გასტრო-კონგრესი Madrid Fusión ქართველ შეფმზარეულს სტატიას უძღვნის
Sputnik საქართველო
დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს. 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T20:20+0400
2024-01-16T20:20+0400
2024-01-16T20:20+0400
ესპანეთი
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284201836_0:287:1535:1150_1920x0_80_0_0_6bbd98e532f99a624a846a95d5af0dfe.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión-ის გვერდზე სოციალურ ქსელში ქართველ შეფმზარეულს დავით ნარიმანიშვილს პოსტი მიეძღვნა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.„ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მადრიდი ევროპაში გასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სულ რაღაც წელიწად ნახევარში ქართულმა სამზარეულომ აქ თავი დაიმკვიდრა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა დავით ნარიმანაშვილმა.საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.
ესპანეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284201836_0:0:1533:1150_1920x0_80_0_0_93b824d78d4972322d8991a17499fe88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ესპანეთი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
Taste of Georgia: გასტრო-კონგრესი Madrid Fusión ქართველ შეფმზარეულს სტატიას უძღვნის
დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión-ის გვერდზე სოციალურ ქსელში ქართველ შეფმზარეულს დავით ნარიმანიშვილს პოსტი მიეძღვნა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე ცნობილი გახადა“, - წერია გვერდზე.
დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
„ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მადრიდი ევროპაში გასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სულ რაღაც წელიწად ნახევარში ქართულმა სამზარეულომ აქ თავი დაიმკვიდრა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა დავით ნარიმანაშვილმა.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.
გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.