დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 იანვარი

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 იანვარია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღევანდელი ჰოროსკოპი მოვლენებისთვის თვალის დევნებას გვირჩევს. ამისთვის საჭიროა ურთიერთობები, ახალი ამბების გაცნობა. რაღაც ინფორმაციამ, შესაძლოა, ჩვენი ცხოვრება შეცვალოს, არაა გამორიცხული, შევხვდეთ საოცარ ადამიანს, რომელიც მომავალში ჩვენი ძალიან ახლობელი გახდება. არ უნდა შევუშინდეთ გულის გადაშლას, საკუთარ თავზე ლაპარაკს. გეგმების დაწყობა ახლობლებთან ერთად ჯობია.
აჯობებს, თუ რთულ საქმეებს ხვალისთვის გადავდებთ – დღეს გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების დიდი ალბათობაა.
ვერძი: აუცილებელია მოვლენების კურსში ყოფნა, ზოგიერთმა, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს. ამიტომ იქონიეთ ურთიერთობები ადამიანებან და თვალი ადევნეთ ახალ ამბებს. ამავე დროს, ასტროლოგები გირჩევენ, საქმის კეთებისას ყურადღება არ გაგეფანტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო განწყობა გაგიქრებათ. ასევე კარგი იქნება თანაშემწეების მოძებნა – მათთან ერთად საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
კურო: დღევანდელი რჩევა, რომ სიახლეებსა და მოვლენების განვითარებას თვალი ადევნოთ, ასევე ურთიერთობები გქონდეთ ადამიანებთან, თქვენც გეხებათ, რადგან რაღაც მოვლენამ შეიძლება თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეცვალოს. უქმე დღეა, მაგრამ მუშაობა რამდენიმე საათი წაგადგებათ – ეს თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს. არ შეუშინდეთ საკუთარი აზრის გამოთქმას.
ტყუპი: უამრავი საქმე გექნებათ და ყველაფერი რომ მოასწროთ, თანაშემწეები იპოვეთ, ოღონდ დამხმარეები სწორად შეარჩიეთ, რათა მათი დახმარება „დათვურ სამსახურად“ არ იქცეს. მნიშვნელოვანია ურთიერთობები, ყურადღებით მოისმინეთ ირგვლივ მყოფების ნათქვამი – შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში შორს არ არის, ასე რომ, მოემზადეთ.
კირჩხიბი: სურვილი გაქვთ, რომ მიზნებამდე უსწრაფესი ტემპით მიხვიდეთ, მაგრამ გარემოებები ხელს შეგიშლით. იყავით მოვლენების კურსში, გაეცანით სიახლეებს. ასტროლოგები არ გირჩევენ დახმარების თხოვნას – დიდი ალბათობით, დათვურ სამსახურს გაგიწევენ. ჯობია, საკუთარი ხელით გააკეთოთ საქმე და საკუთარი თავით იფიქროთ.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად, მაგრამ, ამავე დროს, რამდენიმე ვარიანტი უნდა განიხილოთ. ზოგიერთ გზას თქვენი საოცარ წარმატებამდე მიყვანა შეუძლია, ამიტომ მთავარია სწორი გზის შერჩევა. ასტროლოგები გირჩევენ, კონკურენტები რეალურად შეაფასოთ – ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, თქვენზე კრეატიული აღმოჩნდეს, მაგრამ შეძლებთ მათზე გამარჯვებას, თუ თანამოაზრეებს იპოვით.
ქალწული: ამ უქმე დღეს მუშაობამოგიწევთ – ეს ის დროა, როცა კარიერაში ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. თვალი ადევნეთ მოვლენებს, იკონტაქტეთ მეტი, გაეცანით ახალ ამბებს – არაა გამროიცხული, რაღაც ინფორმაციამ თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს. გადახედეთ სამომავლო გეგემბს – იქნებ, რაღაც მიზნებმა უკვე დაკარგა თავისი ღირებულება?
სასწორი: მოუსმინეთ ყველას, იყავით საქმის კურსში, რადგან რაღაც სიახლემ, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვალოს. რომანტიკული გრძნობები გამოცოცხლდება და მარტოხელებს თავიანთი იდეალური პარტნიორის პოვნის შანსი აქვთ, ხოლო შეყვარებულები პარტნიორს სხვა თვალით დაინახავენ. საღამოს თქვენი ჰობი გაიხსენეთ, ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
მორიელი: მარტივი დღე არ გელოდებათ – თქვენი ცხოვრება იცვლება და ამ ცვლილებებზე მორგება გიჭირთ. იყავით უფრო აქტიური, გახსნილი სიახლეებისტვის. ასტროლოგები გირჩევენ, თვალი ადევნოთ სიახლეებს, მოვლენების განვითარებას – ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, რაღაც ინფორმაციამ, შესაძლოა, თქვენზე და თქვნს კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
მშვილდოსანი: გაეცანით სიახლეებს – არაა გამორიცხული, იპოვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით ან ელოდებოდით. ამას თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა და სასიკეთო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. ასტროლოგების პროგნოზით, შეიძლება შეხვდეთ საოცარ ადამიანს, რომელიც თქვენი ძალიან ახლობელი გახდება უახლოეს მომავალში.
თხის რქა: მნიშვნელოვან საქმეებს თუ შეუდგებით, დიდი ალბათობით, ყურადღება მუდმივად გაგეფანტებათ, ამიტომ გააკეთეთ რამე მსუბუქი და უმნიშვნელო. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ – არ დახარჯოთ და არავის ასესხოთ, ეს არარეკომენდებულია დღეს. ასტროლოგები გირჩევენ, მიმოიხედოთ – ახლა დიდი შანსია, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2018
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
მერწყული: ბედმა დღეს ახალი ნაცნობობა და ცვლილებები მოგიმზადათ, რომლებთან დიდხანს მოგიწევთ შეგუება. შესაძლოა გაჩნდეს ახალი მიზანი, რომელიც სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი დეტალურად გათვალეთ – ასე უფრო მარტივი იქნება. იყავით მოვლენების კურსში და გონებას მეტი „საკვები“ მიეცით.
თევზები: დღეს რაღაც ან ვიღაც განზრახ შეგიშლით ხელს, თქვენს საქმეებს დაამუხრუჭებს. არის რისკი, რომ რეალობას მწარედ შეეჯახოთ. ასე რომ, მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ და რამე მსუბუქი და უმნიშვნელო გააკეთეთ. ახლობლებთან ურთიერთობებისას ფრთხილად იყავით – ახლა მათი ნერვები ძალიან დაძაბულია და შეიძლება ჩხუბი სულ უბრალო საბაბის გამო მოხდეს.
ყველა ახალი ამბავი
0