რუსეთის მოქალაქეების ბიზნესი საქართველოში - რამდენი ინდსაწარმო გაიხსნა ერთ წელიწადში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
საკონსულტაციო კომპანიის მონაცემებით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა რუსების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობით.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით დაახლოებით 1,5 ათასი კომპანია, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმედ 25,7 ათასი რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა, ნათქვამია დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, 1,957 რუსის, როგორც წილის მფლობელის ან დამფუძნებლის სახით დარეგისტრირებულია 1,550 იურიდიული პირი. საუბარია როგორც ბიზნეს-კომპანიებზე, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
ვინ ლიდერობს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში 2023 წელს>>>
რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეობას, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში რეესტრში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრირებულია რუსეთის 25,689 მოქალაქე.
საკონსულტაციო კომპანია „ფინიონის" მონაცემებით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა რუსების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობით.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, მესამეზე - სომხეთი. ხუთეულს ჩერნოგორია და სერბეთი ასრულებს.
საქართველოში ბიზნესის გახსნას მხოლოდ ერთი დღე სჭირდება და საკმარისია მხოლოდ დოკუმენტების მინიმალური ნაკრები. ამასთან, ბიზნესის რეგისტრაცია და ყველა საჭირო დოკუმენტის მიღება ხდება ერთ სივრცეში, საქართველოს იუსტიციის სახლში.
ყველა ახალი ამბავი
0