აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

© Ajara Tourism Departmentბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება დაიწყო.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აჭარის რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა MATKA 2024-ზეა წარმოდგენილი, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყება გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და მიმართულებებს გაეცნონ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში: რა გაკეთდა რეგიონში>>>
გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ფინეთი სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან ერთად აჭარისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაციას 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე გეგმავს. მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ბალტიისპირეთსა და მეზობელ ქვეყნებში.
გასულ წელს აჭარის შავი ზღვის რეგიონი 30 ტურისტულ გამოფენაზე და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0