https://sputnik-georgia.com/20240118/ramdeni-bavsvi-cxovrobs-saqartvelosi-siraribesi-285717183.html
რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში სიღარიბეში
რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში სიღარიბეში
Sputnik საქართველო
კეთილდღეობის შეფასებით დაბალქულიანი ოჯახები საქართველოში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებენ. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T11:34+0400
2024-01-18T11:34+0400
2024-01-18T11:34+0400
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644342_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_9dd507df3a68cf56555a85714938fa1d.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სიღარიბის ზღვარზე საქართველოში 16 წელს ქვევით 104.948 ბავშვი ცხოვრობს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.სააგენტოს მონაცემებით, ოჯახების რეიტინგი, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, არ აღემატება 50 ათას ქულას კეთილდღეობის შეფასების სკალით.ქულები ირიცხება ოჯახის შემოსავლისა და აუცილებელი მინიმალური ხარჯების, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების დონისა და განათლების დონის შესაბამისად. რაც უფრო ნაკელბ ქულას იღებს ოჯახი, მით უფრო ღარიბია ის და უფრო ნაკლები სახსრები აქვს ბავშვის შესანახად, მისთვის სრულფასოვანი კვებისა და განათლების უზრუნველსაყოფად.ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.მინისტრი: საქართველოში არ იქნება არც ერთი უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი>>დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644342_171:462:2285:2048_1920x0_80_0_0_9f431fabe862563d5f167f14b7f19300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში სიღარიბეში
კეთილდღეობის შეფასებით დაბალქულიანი ოჯახები საქართველოში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებენ.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სიღარიბის ზღვარზე საქართველოში 16 წელს ქვევით 104.948 ბავშვი ცხოვრობს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
სააგენტოს მონაცემებით, ოჯახების რეიტინგი, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, არ აღემატება 50 ათას ქულას კეთილდღეობის შეფასების სკალით.
ქულები ირიცხება ოჯახის შემოსავლისა და აუცილებელი მინიმალური ხარჯების, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების დონისა და განათლების დონის შესაბამისად. რაც უფრო ნაკელბ ქულას იღებს ოჯახი, მით უფრო ღარიბია ის და უფრო ნაკლები სახსრები აქვს ბავშვის შესანახად, მისთვის სრულფასოვანი კვებისა და განათლების უზრუნველსაყოფად.
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.
კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.
დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.
ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.