https://sputnik-georgia.com/20240118/kaladzem-xazaradzes-upasuxa-285730038.html
კალაძე VS ხაზარაძე: თბილისის მერმა ოპოზიციონერის „ვიდეო-კომპრომატს" უპასუხა
კალაძე VS ხაზარაძე: თბილისის მერმა ოპოზიციონერის „ვიდეო-კომპრომატს" უპასუხა
Sputnik საქართველო
კალაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს უპასუხა, სადაც იგი სააკაშვილზე საუბრობს 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T17:25+0400
2024-01-18T17:25+0400
2024-01-18T17:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285438327_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_19a946a37c9d4bd0bd030195cfd01f4a.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და როგორია მისი წარსული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერი ასე გამოეხმაურა გუშინ ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს წარწერით - „მართლა, ყველას ახსოვს ყველაფერი... დანარჩენზე სასამართლოში“.საარქივო ვიდეოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კალაძემ შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი და ფეხბურთელი და ახლა მას შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. კალაძე, თავის მხრივ, მადლობას უხდის სააკაშვილს კომპლიმენტისთვის. ის ასევე ამბობს, რომ ადამიანი ბრმა უნდა იყოს, რომ არ დაინახოს, რა გაკეთდა ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.კალაძის თქმით, ყველამ კარგად უწყის, თუ რომელი ვიდეოა ეს.„აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ იმაზე, თუ რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრილია და მხოლოდ პირველი ნაწილი განთავსდა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა კალაძემ.როგორც ცნობილია, ხაზარაძე აპირებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შეურაცხყოფისთვის კალაძეს სასამართლოში უჩივლოს და „ცრუ ინფორმაციის უარყოფას“ მოითხოვს. საუბარია კალაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ხაზარაძე იყო პირველი, ვინც ბინძური საქმეები ჩაიდინა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.პერსპექტივა არა აქვს - სარჯველაძე საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს" შანსებზე>>>2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285438327_271:187:1379:1018_1920x0_80_0_0_352705ca5b357c76774a244de583bcde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე VS ხაზარაძე: თბილისის მერმა ოპოზიციონერის „ვიდეო-კომპრომატს" უპასუხა
კალაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს უპასუხა, სადაც იგი სააკაშვილზე საუბრობს
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და როგორია მისი წარსული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი ასე გამოეხმაურა გუშინ ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს წარწერით - „მართლა, ყველას ახსოვს ყველაფერი... დანარჩენზე სასამართლოში“.
„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა იგი. მან ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ასეთი ვიდეო გამოაქვეყნა", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
საარქივო ვიდეოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კალაძემ შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი და ფეხბურთელი და ახლა მას შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. კალაძე, თავის მხრივ, მადლობას უხდის სააკაშვილს კომპლიმენტისთვის. ის ასევე ამბობს, რომ ადამიანი ბრმა უნდა იყოს, რომ არ დაინახოს, რა გაკეთდა ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
კალაძის თქმით, ყველამ კარგად უწყის, თუ რომელი ვიდეოა ეს.
„აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ იმაზე, თუ რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრილია და მხოლოდ პირველი ნაწილი განთავსდა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ხაზარაძე აპირებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შეურაცხყოფისთვის კალაძეს სასამართლოში უჩივლოს და „ცრუ ინფორმაციის უარყოფას“ მოითხოვს. საუბარია კალაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ხაზარაძე იყო პირველი, ვინც ბინძური საქმეები ჩაიდინა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.