https://sputnik-georgia.com/20240118/global-firepower-index-qartuli-jari-somxurze-zlieria-285717023.html
Global Firepower Index: ქართული ჯარი სომხურზე ძლიერია, მაგრამ აზერბაიჯანულზე სუსტი
Global Firepower Index: ქართული ჯარი სომხურზე ძლიერია, მაგრამ აზერბაიჯანულზე სუსტი
Sputnik საქართველო
რეიტინგში პირველი ადგილი აშშ-ს ერგო, მეორე ადგილზე კი რუსეთია. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T11:13+0400
2024-01-18T11:13+0400
2024-01-18T11:13+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266337521_0:113:2048:1266_1920x0_80_0_0_a1d611660d382922526e028dc61d324e.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. Global Firepower Index-ის ყოველწლიური რეიტინგის თანახმად, ქართული ჯარი 145 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა.რეიტინგი შედგენილია PwrIndx-ის ინდექსის გამოყენებით, რომელიც აფასებს ქვეყნის სამხედრო ნაწილების რაოდენობას, ფინანსურ მდგომარეობას, ლოჯისტიკურ შესაძლებლობებსა და გეოგრაფიას.ქართული ჯარი არსებითად ჩამორჩება აზერბაიჯანის არმიას, რომელიც 59-ე ადგილზეა. ამასთან, ქართული ჯარი უსწრებს 102-ე ადგილზე მყოფ სომხურ ჯარს.ჯუანშერ ბურჭულაძე: ტოტალური გაწვევა არ იქნება, მაგრამ ჯარიდან თავს ვერ აირიდებ>>>რეიტინგში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ერგო, მეორე ადგილზე კი რუსეთია. მსოფლიო ჯარების რეიტინგში ჩინეთმა მესამე ადგილი დაიკავა. მას მოსდევს ინდოეთი და სამხრეთ კორეა.თურქეთის ჯარი მერვე ადგილზეა, ირანის - მე-14, ხოლო ისრაელის არმია მე-17 ადგილზეა. უკრაინამ რეიტინგში მე-18 ადგილი დაიკავა, გერმანიამ კი მე-19. რეიტინგში ბოლო ადგილები სურინამს, მოლდოვასა და ბუტანს ერგო.გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკულმა ჟურნალმა U.S. News & World Report-მა რუსული არმია მსოფლიოში უძლიერესად აღიარა. სამხედრო ძალების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა აშშ-მ, მესამეზე კი ჩინეთი დასახელდა. ისრაელი სიაში მეოთხე ადგილზეა. მეხუთე ადგილზეა სამხრეთ კორეა. უკრაინამ მეექვსე ადგილი დაიკავა. ათეულში ასევე მოხვდნენ ირანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი.თავის მხრივ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული არმია კიდევ უფრო გაძლიერდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266337521_180:121:1839:1365_1920x0_80_0_0_ff5b8e90abfc78a6dddcdec744c8196d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
Global Firepower Index: ქართული ჯარი სომხურზე ძლიერია, მაგრამ აზერბაიჯანულზე სუსტი
რეიტინგში პირველი ადგილი აშშ-ს ერგო, მეორე ადგილზე კი რუსეთია.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. Global Firepower Index-ის ყოველწლიური
რეიტინგის თანახმად, ქართული ჯარი 145 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა.
რეიტინგი შედგენილია PwrIndx-ის ინდექსის გამოყენებით, რომელიც აფასებს ქვეყნის სამხედრო ნაწილების რაოდენობას, ფინანსურ მდგომარეობას, ლოჯისტიკურ შესაძლებლობებსა და გეოგრაფიას.
ქართული ჯარი არსებითად ჩამორჩება აზერბაიჯანის არმიას, რომელიც 59-ე ადგილზეა. ამასთან, ქართული ჯარი უსწრებს 102-ე ადგილზე მყოფ სომხურ ჯარს.
რეიტინგში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ერგო, მეორე ადგილზე კი რუსეთია. მსოფლიო ჯარების რეიტინგში ჩინეთმა მესამე ადგილი დაიკავა. მას მოსდევს ინდოეთი და სამხრეთ კორეა.
თურქეთის ჯარი მერვე ადგილზეა, ირანის - მე-14, ხოლო ისრაელის არმია მე-17 ადგილზეა. უკრაინამ რეიტინგში მე-18 ადგილი დაიკავა, გერმანიამ კი მე-19.
რეიტინგში ბოლო ადგილები სურინამს, მოლდოვასა და ბუტანს ერგო.
გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკულმა ჟურნალმა U.S. News & World Report-მა რუსული არმია მსოფლიოში უძლიერესად აღიარა. სამხედრო ძალების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა აშშ-მ, მესამეზე კი ჩინეთი დასახელდა. ისრაელი სიაში მეოთხე ადგილზეა. მეხუთე ადგილზეა სამხრეთ კორეა. უკრაინამ მეექვსე ადგილი დაიკავა. ათეულში ასევე მოხვდნენ ირანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი.
თავის მხრივ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული არმია კიდევ უფრო გაძლიერდა.