https://sputnik-georgia.com/20231227/juanser-burwulaze-totaluri-gawveva-ar-iqneba-magram-jaridan-tavs-ver-airideb-285263286.html
ჯუანშერ ბურჭულაძე: ტოტალური გაწვევა არ იქნება, მაგრამ ჯარიდან თავს ვერ აირიდებ
ჯუანშერ ბურჭულაძე: ტოტალური გაწვევა არ იქნება, მაგრამ ჯარიდან თავს ვერ აირიდებ
Sputnik საქართველო
ერთი წლის შემდეგ ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ როგორც სტუდენტებს, ისე სასულიერო პირებს. 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T10:23+0400
2023-12-27T10:23+0400
2023-12-27T10:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/42/233924229_0:79:1499:922_1920x0_80_0_0_5856182c235477b12270261dffa6be6d.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ კანონში არსებული ხარვეზი აღმოფხვრა, რომელიც ჯარში სამსახურისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ საუბარი ტოტალური გაწვევის შესახებ არ არის, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების წყალობით, 2025 წლიდან ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ როგორც სტუდენტებს, ისე სასულიერო პირებს. ანუ მალე ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ 2017 წელს შექმნილი ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ უსარგებლო გახდება. აქამდე ის სამხედრო ასაკის ათასობით მოქალაქეს ჯარიდან თავიდან არიდებაში დაეხმარა.„თავდაცვის კოდექსის ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, უკვე აღმოფხვრილია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.მან აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად საქართველო კარგად გაწვრთნილ რეზერვს მიიღებს.პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ კოდექსს: როდის ამოქმედდება სიახლეები >>მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება იქნება მიღწეული.„ჩვენი გეგმა არის, რომ წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეს გავიწვევთ, რაც იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი“, - განაცხადა მინისტრმა.ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.გარდა ამისა, 2025 წლიდან ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი. სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.სიახლის თანახმად, გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/42/233924229_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b8dcffe559b2f7da99ab197c3cb183ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ტოტალური გაწვევა არ იქნება, მაგრამ ჯარიდან თავს ვერ აირიდებ
ერთი წლის შემდეგ ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ როგორც სტუდენტებს, ისე სასულიერო პირებს.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ კანონში არსებული ხარვეზი აღმოფხვრა, რომელიც ჯარში სამსახურისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ საუბარი ტოტალური გაწვევის შესახებ არ არის, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების წყალობით, 2025 წლიდან ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ როგორც სტუდენტებს, ისე სასულიერო პირებს. ანუ მალე ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ 2017 წელს შექმნილი ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ უსარგებლო გახდება. აქამდე ის სამხედრო ასაკის ათასობით მოქალაქეს ჯარიდან თავიდან არიდებაში დაეხმარა.
„თავდაცვის კოდექსის ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, უკვე აღმოფხვრილია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მან აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად საქართველო კარგად გაწვრთნილ რეზერვს მიიღებს.
„არ მინდა რომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ ეს იქნება ტოტალური გაწვევა, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რაც არსებობდა, რომ არაკეთილსინდისერად გამოეყენებინათ კონკრეტულ ჯგუფებს. შედეგად ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება იქნება მიღწეული.
„ჩვენი გეგმა არის, რომ წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეს გავიწვევთ, რაც იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი“, - განაცხადა მინისტრმა.
ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
გარდა ამისა, 2025 წლიდან ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი. სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის თანახმად, გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.