https://sputnik-georgia.com/20240118/gaxarias-partia-da-nacmozraoba-koaliciasi-arian-kalaze-285731950.html
გახარიას პარტია და „ნაცმოძრაობა“ კოალიციაში არიან – კალაძე
გახარიას პარტია და „ნაცმოძრაობა“ კოალიციაში არიან – კალაძე
Sputnik საქართველო
მერის თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ მთავარი საზრუნავი საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T18:59+0400
2024-01-18T18:59+0400
2024-01-18T18:59+0400
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850186_89:313:1959:1365_1920x0_80_0_0_384b432634d2d8c96ff7bb5f778dd981.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციაშია და თანამშრომლობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, მან აღიარა, რომ გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოიყენა „ნაცმოძრაობა“ იმისთვის, რომ თავისი წარმომადგენლები საკრებულოებში თავმჯდომარეებად გაეყვანა და ეს ადგილები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ დარჩენოდა.მერის თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ მთავარი საზრუნავია 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე 5–პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.კობახიძემ გახარია გასული წლების ყველა მასშტაბურ პრობლემაში დაადანაშაულა>>2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850186_305:286:1744:1365_1920x0_80_0_0_17aa1313cf485a41e5ef3389005f9cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
გახარიას პარტია და „ნაცმოძრაობა“ კოალიციაში არიან – კალაძე
მერის თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ მთავარი საზრუნავი საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციაშია და თანამშრომლობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, მან აღიარა, რომ გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოიყენა „ნაცმოძრაობა“ იმისთვის, რომ თავისი წარმომადგენლები საკრებულოებში თავმჯდომარეებად გაეყვანა და ეს ადგილები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ დარჩენოდა.
„რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ის, რომ რეგიონებში კონკრეტული კოალიციები აქვს შექმნილი. ასე რომ, დღეს გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და შეიძლება მათ შორის განსხვავება ვერ იპოვოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ მთავარი საზრუნავია 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე 5–პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.